Sunday, October 23, 2011

ქარხნული წარმოების ლიდერები

           დღესდღეისობით ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ლიდერები. გთავაზობთ სტატიას, რომლითაც შევეცდები მოკლედ განვიხილო ასეთი ლიდერების ტიპები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
           1. კონუსური ლიდერები (Knotless Tapered Leaders) წარმოადგენენ კონუსური პროფილის მქონე დამაკავშირებელ რგოლს შნურსა და სატარებელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს შნურის ენერგიის სწორად გადაცემას იმიტაციის მიწოდებისას. მათი სიგრძე და დიამეტრი სხვადასხვაა. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ლიდერის სქელი ბოლო უნდა შეადგენდეს შნურის წვერის დიამეტრის დაახლოებით 0,6 ნაწილს, ხოლო მისი ბოლოს დიამეტრი კი უნდა ემთხვეოდეს სატარებლის დიამეტრს ან მასზე ოდნავ წვრილი უნდა იყოს.


           ყიდვისას დიდი ალბათობით შეგვხდებათ შემდეგი ტიპის აღნიშვნა, მაგალითად 5X რაც ლიდერის წვერის დიამეტრზე მიუთითებს, გთავაზობთ ცხრილს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში


            კონუსური ლიდერების განსხვავდებიან მათი დამზადებისათვის გამოყენებული მასალით. ჩვეულებრივ გამოიყენება სტანდარტული მონოფილი, ძირვადი ლიდერებისათვის კი ფლუოროკარბონი, არსებობს ასევე ე.წ. პოლილიდერები, რომლებიც შედგებიან არაკონუსური გულასაგან, რომელიც დაფარულია კონუსური პროფილის მქონე პოლიმერული გარსით, ანუ ფაქტიურად ასეთი ლიდერები შნურის კონსტრუქციას იმეორებენ. მაგალითად კომპანია Airflo-ს მიერ წარმოებული პოლილიდერები



           სურათზე წარმოდგენილია ასეთი ლიდერის განსაკუთრებით სწრაფად ძირვადი ვარიანტი, თუმცა პოლიმერის ტიპის შერჩევით, მზადდება ცურვადი და ნეიტრალური ცურვადობის მქონე ე.წ. Hover ლიდერებიც.
          ლიდერის სიგრძის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, მოხერხებული თევზაობისათვის, მისი სიგრძე თქვენი ანკესის სიგრძეზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი თქვენს ტექნიკაზეა დამოკიდებული. 
          კონუსური ლიდერების ცალკე ტიპს წარმოადგენენ ე.წ. "ფრანგული ნიმფინგი" -სთვის განკუთვნილი ლიდერები, რომლებიც სიგრძით გამოირჩევიან მაგალითად კომპანია Hends -ის მიერ წარმოებული 9 მეტრიანი Camou French Leader


            ქარხნული კონუსური ლიდერების დადებითი მხარეა ის რომ მათი ფასი ქარხნულ ლიდერებს შორის ყველაზე დაბალია, ნაკლებად ჩანან წყალში, ხოლო უარყოფითი მხარები კი საკმაოდ შესამჩნევი მახსოვრობის ქონა და შედარებით დაბალი გამძლეობაა, ანუ ისინი მხოლოდ რამდენიმე (4-5) თევზაობას უძლებენ.
           2. გრეხილი ლიდერები (Furled Leaders) განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ავსტრიელი რომან მოზერის წყალობით. ამ ტიპის ლიდერებს სწორედ მის მაგალითზე განვიხილავთ.
          ასეთი ლიდერები წარმოადგენენ მონოფილური ძუისაგან ან ფლუოროკარბონისაგან გრეხვის ტექნოლოგიით დამზადებულ ლიდერებს, მათ მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ კონუსური ლიდერები, რადგან რეალობაში წარმოადგენენ 3 ცილინდრული გრეხილი მონაკვეთის ერთობლიობას. ანუ პირველი მონაკვეთი შედგება მეტი რაოდენობის "ძაფისგან", შემდეგი ნაკლები და ა.შ.           


           იმისდა მიხედვით, თუ რა მასალაა გამოყენებული ლიდერის დამზადებისას, იცვლება მისი ფიზიკური მახასიათებლები, მაგალითად თუკი გამოვიყენებთ მონოფილურ ძუას, ლიდერი იქნება ცურვადი (ფლოატანტის დამატებით), თუ ფლუოროკარბონს -ძირვადი, თუკი დავამატებთ სპილენძის მავთულს - სწრაფად ძირვადი


            ტყვიის დამატებით კი განსაკუთრებით სწრაფად ძირვადი


            გრეხილი ლიდერების დადებითი მხარეებია მახსოვრობის უქონლობა, ნებისმიერი ზომის იმიტაციის იდეალური მიწოდება, კარგი ამორტიზაცია, განსაკუთრებული გამძლეობა, ხოლო უარყოფითი მხარეები კი ის აქვს, რომ კონუსურზე მეტად ჩანს წყალში და საკმაოდ ძვირია.
           3. დაწნული ლიდერები (Knitted Leaders) ნაკლებად პოპულარულია, მათი დამზადებაც იგივე მასალებით ხდება რაც გრეხილისა, ოღონდ ამ შემთხვევაში გამოიყენება "კიკინის" ტექნოლოგიაუახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ სტატიას სხვადასხვა ტიპის თვითნაკეთი ლიდერების დამზადების შესახებ. 
                

No comments: