Friday, November 4, 2011

Yellow Stimulator

           კიდევ ერთი, ამჯერად შედარებით თანამედროვე ლეგენდა - Yellow Stimulator. ალბათ სწორედ მისი წარმატებულობა განაპირობებს იმას, რომ დღემდე არ წყდება კამათი მისი ავტორის ვინაობის შესახებ.


           არსებობს მოსაზრება რომ მისი პირველი პროტოტიპი XX საუკუნის 40-იან წლებში შექმნა ამერიკელმა პატ ბარნესმა (Pat Barnes), იმ დღეს, როდესაც იგი ტეხასელთა ჯგუფს ერთ-ერთ მდინარეზე გიდობას უწევდა. ამ გასვლისას პატარა ზომის იმიტაციებზე თევზაობა წარუმატებელი აღმოჩნდა და პატმა, მის ხელთ არსებული მასალებით, შექმნა მეგაზაფხულის ზრდასრული ფორმის იმიტაცია შედარებით დიდი ზომის ნემსკავზე, რომელიც დიდი წარმატებით გამოიცადა იმავე დღეს და, დიდი ზომის გამო, ეწოდა "Sofa Pillow", შემდეგ, 50-იან წლებში "Super Sofa Pillow" და "Improved Sofa Pillow".
         ზოგი მის ავტორობას ცნობილ რანდალ კაუფმანს (Randall Kaufmann) მიაწერს, ზოგი კი ჯიმ სლეტერის (Jim Slattery), რომელმაც ამ ვერსიის თანახმად შექმნა იმიტაცია  "Fluttering Stonefly" XX საუკუნის 80-იან წლებში და შემდგომ, ერთ-ერთი ნიუ-იორკული პანკ ჯგუფის საპატივცემულოდ უწოდა "Yellow Stimulator".
        ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, ამ იმიტაციამ მოფლიო აღიარება ძალიან სწრაფად მოიპოვა, დიდ ზომებში გამოიყენება მეგაზაფხულის იმიტაციისათვის, ხოლო შედარებით მომცრო ვარიანტი კი რუისელის ზრდასრულ ფორმას ასახავს.
        მისი დამზადებისათვის გამოიყენება შემდეგი მასალები: სპეციალური ფორმის ნემსკავი (მაგალითად Tiemco 200R ან მისი ანალოგი), კუდისთვის და ფრთისთვის ირმის ბეწვი, ტანისთვის სინთეთიკური დაბინგი (ყვითელი), ტორაქსი - იგივე დაბინგი ოღონდ სტაფილოსფერი, ფეხები - გენეტიკური მამლის ბუმბული (გრიზლი), საყელო-გენეტიკური მამლის ბუმბული (ყავისფერი).
        დღესდღეისობით ამ იმიტაციის დასამზადებლად სხვადასხვა ფერის დაბინგს იყენებენ, შესაბამისად იცვლება სახელიც, მაგალითად ზეთისხილისფერი დაბინგის გამოყენებით მივიღებთ "Olive Stimulator"- ს. გთავაზობთ დეივი მაკფეილისეულ ვარიანტს


            ესეც კლასიკა

No comments: