დგება ახალი 2012 წელი. მინდა მოგილოცოთ ყველას, ამ ბლოგის ერთგულ მკითხველებსა და ყველა დანარჩენსაც. გისურვებთ წარმატებებს, დიდ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას. იმედია ახალი წელი ბუნების მეტ დაფასებას გვასწავლის, დაგვანახებს, რომ ბუნების სიყვარული მხოლოდ რესტორანში მორიგი სტანდარტული სადღეგრძელოთი არ შემოიფარგლება, დაგვანახებს ჩვენც და იმათაც, ვისაც ხელეწიფება რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით. იმედია ახლა მაინც შევიგნებთ, რომ თვითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ჩვენი ფლორისა და ფაუნის მომავალი. იმედია ბრაკონიერებიცა და მეთევზის სახელს ამოფარებული მეხორცეებიც გონს მოეგებიან.
ბლოგი უკვე ხუთი თვეა არსებობს, არსებობს და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს რამე მაინც შეცვალოს არსებული უგუნურების ჭაობში. იმედია მომავალ წელს მაინც შეიცვლება რამე და ნაკლებად იქნება საჭირო კრიტიკული სტატიების წერა. იმედია მომავალ წელს მაინც არ დაგვჭირდება ყოველ გასვლაზე მდინარისა თუ ტბორისათვის ბოდიშის მოხდა.
იმედია .....
No comments:
Post a Comment