მიკროფაუნის ეს წარმომადგენელი თევზის რაციონში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა არა ისეთს, როგორც მედღეურები ან რუისელები. თუმცა, თუკი კონკრეტულ წყალსატევზე, ან წყალსატევის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე ამ მწერის კონცენტრაცია განსაკუთრებით დიდია, მაშინ, რა თქმა უნდა ვითარება საპირისპიროა. დღესდღეისობით მეგაზაფხულეების 2000 ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ზომებიც საკმაოდ გასხვავებულია 2 დან 10 სანტიმეტრამდე. ენტომოლოგიურად ისინი წარმოადგენენ მწერთა კატეგორიას, რომელთაც ახასიათებთ არასრული მეტამორფოზი.
მეცნიერული თვალსაზრისით მისი ცხოვრებისეული ციკლი გამოიყურება შემდეგნაირად: კვერცხი (egg) - ნიმფა (nymph) - ემერჯერი (emerger) - ზრდასრული, ფრთიანი მწერი (adult). Fly Fishing - ში კი მიღებულია შემდეგი სტადიების იმიტირება: ნიმფა და ზრდასრული მწერი. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მეგაზაფხულის ემერჯენცია არ ხდება წყალში, ნიმფა ამოდის ნაპირზე და უკვე შემდეგ გადაიქცევა ზრდასრულ მწერად, სწორედ ამიტომაა, რომ იგი, მედღეურებსა და რუისელებზე იშვიათად ხვდება თევზის ინტერესის სფეროში.
ნიმფა - სწორედ ეს ეტაპია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან მეგაზაფხულე სწორედ ნიმფის სტადიაში ატარებს ცხოვრების ძირითად ნაწილს
ნიმფას ახასიათებს ორ სხივიანი კუდი, ორ რიგად განლაგებული ფრთების ჩანასახები, საკმაოდ განვითარებული ფეხები, მკვეთრად სეგმენტირებული, მეტ-ნაკლებად ცილინდრულ ფორმის ტანი, გამოკვეთილი თავი და ორი "ანტენა".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემერჯენცია არ ხდება წყალში, ამიტომ ამ სტადიას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ზრდასრული მწერი - ამ ეტაპზე ხდება შეჯვარება და კვერცხების დადება. სახეობის მიხედვით ზოგი მეგაზაფხულე წყლის ზედაპრზე ჯდება, ზოგი კი პირდაპირ, ფრენისას ყრის კვერცხებს, ჩვენთვის რა თქმა უნდა პირველი ვარიანტია საინტერესო.
ქვემოთ მოცემულ ვიდეორგლოზე მეგაზაფხულე მოხსენიებულა, როგორც Salmonfly, ეს მისი არამეცნიერული, Fly Fisher-ების მიერ შერქმეული სახელია
ქვემოთ მოცემულ ვიდეორგლოზე მეგაზაფხულე მოხსენიებულა, როგორც Salmonfly, ეს მისი არამეცნიერული, Fly Fisher-ების მიერ შერქმეული სახელია
კვერცხების დადების შემდეგ მეგაზაფხულე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს, იგი არ იღუპება მდინარეში, ამიტომაც spent სტადიის იმიტირება არ ხდება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს სახეობა წყლის ეკოლოგიური სისუფთავის ინდიკატორადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან დაბინძურებულ გარემოში საკმაოდ სწრაფად ქრება.
No comments:
Post a Comment