როგორც უკვე ვიცით, ნიმფის სტადიის შემდგომ მედღეურა გადის ემერჯენციას, ანუ ეტაპს, როდესაც მისი ნიმფიდან ხდება ზრდასრული, ფრთიანი მწერის წარმოქმნა, ამ დროს ნიმფა მიისწრაფვის წყლის ზედაპირისაკენ, სადაც იცილებს ძველ, ქიტინისებურ საფარს და გარდაიქმნება ულამაზეს "მფრინავ" არსებად. ამ ეტაპზე იგი აბსოლუტურად უსუსური და დაუცველია, შესაბამისად, თევზისათვის ძალიან ადვილად მოსაპოვებელ საკვებ ბაზად გადაიქცევა, პოპულაციას სრული განადგურებისაგან მხოლოდ ის გარემოება იცავს, რომ ემერჯენცია მასობრივ, ერთდროულ ხასიათს ატარებს, ამიტომ კონკრეტულ მედეურას გადარჩენის შანსი მეტი აქვს.
ნიმფებისაგან განსხვავებით, მედღეურას ემერჯერები ფორმით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, უმეტესწილად იცვლება ზომა და ფერი. მათი დამზადებისათვის ძირითადად მსუბუქი, კარგი ცურვადობის მქონე მასალები გამოიყენება, მაგალითად სინთეტიკური დაბინგი ტანისათვის, პოლიპროპილენის ბოჭკო ან იხვის CDC ტიპის ბუმბული ფრთების იმიტირებისათვის და ა.შ.
შესრულების სტილის მიხედვით განასხვავებენ რეალისტურ და სილუეტურ იმიტაციებს, ასე მაგალითად Sweeper Mayfly Emerger, რომელიც საკმაოდ რეალისტურად ასახავს ნიმფის მიერ ძველი ქიტინისებური საფარის მოშორების მომენტს

მრავლად არსებობს სპეციფიკური, კონკრეტულად მედღეურას ემერჯერის ამსახველი იმიტაციებიც, მაგალითისთვის კარგად გამოდგება დეივ მაკფეილის CDC Olive Emerger
მნიშვნელოვანია, რომ ნიმფის მიერ ძველი საფარველის მოშორება ხდება ამ ძველ საფარველსა და მწერის ტანს შორის არსებული ჰაერის წნევის მეშვეობით, ხანდახან ეს წნევა საკმაოდ მაღალია და ემერჯერი იღუპება, სპეციალურად ამ მომენტის იმიტირებისათვის შექმნილია Cripple ტიპის იმიტაციები, მაგალითად აი ეს Mayfly Cripple

No comments:
Post a Comment