Sunday, June 17, 2012

ცისარტყელა კალმახი თბილისის ზღვაში

                  
              ძალიან სასიხარულო ფაქტის შესახებ მინდა ორიოდ სიტყვით მოგახსენოთ. დღეს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ”მონადირე” -ს ინიციატივითა და სახსრებით, მოხდა ცისარტყელა კალმახის 6000 - ზე მეტი დაახლოებით 10 გრამიანი ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაში, მეც მერგო პატივი ამ  ღონისძიებაში მცირედი წვლილი შემეტანა. სამწუხაროა, რომ სხვა გაერთიანებებისა თუ ფორუმების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებასთან დაკავშირებით აქტიურობა იყო ნულის ტოლი, არა მხოლოდ მატერიალური დახმარების, არამედ უბრალოდ სიტყვიერად გვერდში დადგომის მხრივაც კი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია, ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ზემოაღნიშნული გაერთიანებები და ფორუმები ახლო მომავალში ანკესის სიგრძის დატოლების გარდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საკითხებითაც დაინტერესდებიან. ჩემის მხრივ მზად ვარ გვერდში დავუდგე ნებისმიერ პიროვნებასა თუ კლუბს, რომლისთვისაც თევზი არა მხოლოდ გემრიელი კერძი ან ფორუმზე დადებული სურათია.
                     ეს კი მცირე ფოტოკოლაჟი:

          დავით მორალიშვილი, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი

       
             ეს კი ბედნიერი მეთევზეები


                ესეც უშუალოდ პროცესი




         

2 comments:

jela said...

ვა კარგია ძალიან ნიკა :) Fisher.ge-ზე ძალიან პასიურობს ხალხი იყო რამოდენიმე ინიციატივა მარ ჰა რათ გინდა ის კამანდა ვინც მსგავს ინიციატივებს მხარს უბამდა აღარ ჩანს ფორუმზე :(

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

კი, სამწუხაროდ ეგრეა, ძალიან პასიურობს ხალხი