როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუისელი ცხოვრების უმეტეს ნაწილს წყალსატევის ფსკერზე ატარებს, ამ სტადიას ლარვის სტადია (larva) ეწოდება. სახეობიდან გამომდინარე მათი იმიტირებისათვის სხვადასხვა მასალები და ტექნიკები გამოიყენება.
უპირველეს ყოვლისა განხვიხილოთ რუისელი, რომელიც სხვადასხვა მასალისაგან იშენებს "სახლს" და ცნობილია, როგორც cased caddis. იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ჩვენს წყალსატევებში ამიტომ უპრიანია, თუკი მისი დამზადების თავისებურებებს უფრო დეტალურად დავაკვირდებით.
ტრიგერულ ელემენტს წარმოადგენს "სახლი", რომელიც კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს, მისი დამზადებისთვის გამოიყენება დაბინგი, ყულფშიმოთავსებული ირმის, ცხენირმის ბეწვი და სხვა მასალები, საბოლოო ფორმას კი მაკრატლით ან სამართებლით ვანიჭებთ, რაც შეეხება უშუალოდ მწერს, მისი აბდომენისათვის ვიყენებთ დაბინგს, სხვადასხვა ტიპის დაწნულ ძაფს, ხოლო ფეხებისთვის კი ხოხბის ან კაკბის ბუმბულს. ტექნიკის მხრივ ამ ტიპის იმიტაციები საკმაოდ ადვილი დასამზადებელია, გთავაზობთ ერთ - ერთ ვარიანტს
რაც შეეხება რუისელებს, რომლებიც "სახლებს" არ იშენებენ (free living caddis), მათი იმიტირებისათვის სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. "ჩეხური" სტილის ნიმფები, რომლებიც სილუეტურ იმიტაციებს განეკუთვნებიან და უკვე არაერთხელ დაამტკიცეს საკმაო ეფექტურობა, განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატების განმავლობაში. ამ ტიპის პირველი ნიმფები პოლონელებმა დაამზადეს, თუმცა მეთოდის სრულყოფაში განსაკუთრებული როლი ჩეხებმა შეიტანეს. მათი დამახასიათებელი ნიშნებია საკმაოდ წვრილი სილუეტი და დიდი მასა, რაც იმიტაციის ფსკერთან ახლოს გატარებას აადვილებს. დამზადებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფერის დაბინგები, ლატექსი, წვრილი მავთული და ძუა სეგმენტაციის ხაზგასასმელად. გთავზაობთ ამ სატყუარის დეივი მაკფეილისეულ ვარიანტს
როგორც ვხედავთ, იმიტაციათა უმრავლესობა საკმაოდ ადვილი დასამზადებელია, თუმცა რეალისტიკების მოყვარულები აქაც საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან
როგორც ვხედავთ, იმიტაციათა უმრავლესობა საკმაოდ ადვილი დასამზადებელია, თუმცა რეალისტიკების მოყვარულები აქაც საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან
No comments:
Post a Comment