გთავაზობთ მცირე სტატიას საკმაოდ სპეციფიკური იმიტაციის შესახებ. პირველი ცნობები მის შესახებ მეოცე საუკუნის 60 - იან წლებს უკავშირდება. სამწუხაროდ ავტორის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, თუმცა მოვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სატყუარის გამოჩენა უკავშირდება სამ კოლორადოელ მეთევზეს, რომლებმაც მცირე ზომის რუისელის ლარვის და კოღოს ლარვის იმიტირებისათვის გადაწყვიტეს სპილენძის წვრილი მავთულის გამოყენება. ეს სატყუარა ძალიან ეფექტური გამოდგა პირველივე თევზაობაზე Colorado’s South Platte River-ზე და, გამოყენებული მასალიდან გამომდინარე ეწოდა Brassie ანუ სპილენძის. თავდაპირველად სპილენძს იღებდნენ ელექტროძრავებიდან, მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო ამ სატყუარას უშუალოდ თევზაობის წინ დამზადება, რადგან ჩვეულებრივი მავთული ძალიან სწრაფად კარგავდა ფერს. მოგვიანებით ეს იმიტაციები სპეციალურ ჟელატინის კაპსულებში იყიდებოდა, რაც კოროზიას გამორიცხავდა. დღესდღეისობით ეს პრობლემა არ დგას რადგან მწარმოებლები გვთავაზობენ მავთულს, რომელიც ფერს არ იცვლის ე.წ. non tarnishing copper wire.
მათვულის გარდა დაგვჭირდება ნემსკავი, მუქი დაბინგი და სამონტაჟო ძაფი. დამზადება ძალიან მარტივია.
ჩვენს პირობებში ამ იმიტაციამ ძალიან კარგად იმუშავა სეზონის მიწურულს ვიმბაზე და თეთრულაზე. მე 18 ან 20 ნომერ ნემსკავს ვიყენებ და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გისურვებთ წარმატებებს.
წარმოდგენილ ვიდეორგოლზე დაბინგის ნაცვლად გამოყენებულია ფარშევანგის ბუმბული, ასევე შესაძლებელია სპილენძის ან ვოლფრამის თავის დამატება, იმიტირებული ორიგინალიდან გამომდინერე კი მავთულის ფერის შეცვლაც, მაგალითად მწვანე ან წითელი ვარიანტის დამზადება
ჩვენს პირობებში ამ იმიტაციამ ძალიან კარგად იმუშავა სეზონის მიწურულს ვიმბაზე და თეთრულაზე. მე 18 ან 20 ნომერ ნემსკავს ვიყენებ და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გისურვებთ წარმატებებს.
No comments:
Post a Comment