Monday, January 7, 2013

Copper John

              
                გთავაზობთ მცირე სტატიას Fly Fishing - ის სამყაროს კიდევ ერთ ლეგენდაზე ჯონ ბარზე (John Barr) და მის მიერ შექმნილ იმიტაციაზე Copper John. 


            ამ ნიმფის პირველი პროტოტიპი ჯონმა 1993 წელს შექმნა, თუმცა, მისივე აღიარებით, საბოლოო სახე 1996 წელს ჩამოყალიბდა. მიუხედავად ასეთი "მცირე ასაკისა" ნიმფამ სულ მოკლე პერიოდში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და უკვე 2001 წელს მისი გაყიდვები ლეგენდარული ნიმფის Hare's Ear - ის გაყიდვებს გაუთანაბრდა. ასეთ სწრაფ წარმატებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მისაღებია სპილენძის თავი, ტანი ფრთების პრიალა ჩანასახები, რაც იმიტაციას მიმზიდველობას მატებდა, მაგრამ მთავარი "კოზირი" წონა და წვრილი სილუეტი იყო, რაც ძლიერ დინებაზე ფსკერთან ახლოს ჭერის საშუალებას იძლეოდა. რაც შეეხება იმიტირების ობიექტს, Copper John ჩაფიქრებული იყო, როგორც მედღეურას ნიმფის იმიტაცია, თუმცა დამზადებისათვის გამოყენებული მასალების ფერის ცვლით შესაძლებელია იგი სხვა მრავალი მწერის ნიმფასაც მივამსგავსოთ.
                    ორიგინალურ ვერსიაში მის დასამზადებლად გამოიყენება  ნემსკავი Tiemco 5262, 2XL, 2X heavy, ზომა 10 - დან 20 ნომრამდე, კუდისა და ფეხებისათვის კაკბის ბუმბული, სპილენძის თავი, აბდომენისთვის ფარშევანგის ბუმბული, ტანისთვის სპილენძის მავთული, ხოლო ფრთების ჩანასახისათვის კი ეპოქსიდის წებოთი დაფარული ინდაურის ბუმბული. დღესდღეისობით მასალებმა მცირედი ცვლილება განიცადეს, კერძოდ კი ფეხებს ამზადებენ ქათმის ბუმბულისგან, კუდს ბატის ბიოტებისგან, ფრთების ჩანასახებს კი სინთეთიკისაგან, მაგალითად მე ვიყენებ კომპანია - Virtual Nymph- ის მიერ შექმნილ პროდუქტს  Water Wing
                 ეს კი ამ ნიმფის დამზადების ერთ - ერთი ვარიანტი


No comments: