Friday, February 15, 2013

Prince Nymph



                    წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ძალიან ცნობილ იმიტაციას სახელად Prince Nymph. თანამედროვე ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ წყდება დავა ამ ნიმფის წარმოშობის შესახებ. ზოგი ავტორის აზრით, იგი პირველად 1930 - იან წლებში დაამზადეს ძმებმა დონ და დიკ ოლსონებმა (Don & Dick Olson) მათი შესრულებით ამ სატყუარას ეწოდებოდა Forked-Tail Nymph. ზოგი მოსაზრებით კი იგი 1941 წელს შექმნა კალიფორნიელმა დუგ პრინცმა (Doug Prince). არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის თანახმადაც ცნობილი მაღაზიის მფლობელს ბაზ ბაზეკს (Buz Buszek) სურდა ამ იმიტაციის თავის კატალოგში შეტანა, მაგრამ არ ახსოვდა მისი პირვანდელი სახელი და ამიტომაც უბრალოდ უწოდა Prince Nymph. ასეა თუ ისე ეს იმიტაცია ძალიან ეფექტური გამოდგა და მალევე გაითქვა სახელი.
            Prince Nymph ე.წ. "ფანტაზიური" იმიტაციების კატეგორიას განეკუთვნება, ანუ არ ასახავს ერთ რომელიმე კონკრეტულ მწერს. მიუხედავად ამისა, კონტრასტულობისა და ფორმის გამო იგი ამავდროულად ერთგვარ კრებით მახასიათებელ ნიშნებს ატარებს, რაც თევზისათვის განსაკუთრებით მომხიბვლელია.
                 ზომიდან გამომდინარე იგი სხვადასხვა მწერის იმიტირებისათვის გამოიყენება, მაგალითად 6 დან 10 ნომრამდე ასახავს მეგაზაფხულის ნიმფას, 14 - 16 ნომრებზე დამზადებისას მედღეურას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 18 და 16 ნომრები წარმატებით გამოიყენება მედღეურას ემერჯერის იმიტირებისათვის, რასაც ხელს უწყობს თეთრი "ფრთები". 
                 ორიგინალურ ვარიანტში მისი დამზადებისათვის გამოიყენებოდა შავი ფერის ფარშევანგის ბუმბული. თუმცა დღესდღეისობით სტანდარტულად მიიჩნევა შემდეგი მასალები.
              კუდი: ბატის ყავისფერი ბიოტები,
              ტანი:  ფარშევანგის მწვანე ბუმბული,
              სეგმენტაცია: სპილენძისფერი მავთული ან მრგვალი ლურექსი,
              ფეხები: ქათმის ყავისფერი ბუმბული,
              ფრთები: ბატის თეთრი ბიოტები.
             შესაძლებელია ამ იმიტაციის დამძიმება ტყვიის მავთულით ან/და სპილენძის ან ვოლფრამის სხვადასხვა ფერის თავით.
              ესეც ამ იმიტაციის დამზადების ერთ - ერთი ვარიანტი
              

No comments: