როგორც იქნა შვებულება მეღირსა და ვცდილობ ბოძებული 9 დღიდან არცერთი არ გამოვტოვო. გუშინაც ვიყავით ჯერ ალგეთზე შემდეგ ქციაზე. ალგეთზე ყველაფერი მომსპარია "ელექტრიკების" მიერ, ქციაზე კი ისეთი ამინდი დაგვხვდა, რომ დღის უდიდესი ნაწილი უარყოფითი განწყობის არაყში ჩახრჩობაზე დავხარჯეთ და სურათების გადაღების სურვილიც კი არ გამჩენია.
გათენდა და საშინელ ნაბახუსევზე ჩავედი ჩემს სახლთან მტკვარზე. გზად ოციოდე, ბუნებისგან დაჩაგრული, ჭკუით ღარიბი "პარაშუტისტის" ნახვამ კიდე უფრო გამიფუჭა ხასიათი. არადა ეს ხროვა გარემოს დაცვის სამინისტროდან ორასიოდე მეტრში დგას და საკუთარი არსებობით ბილწავს მდინარესაც და ჰაერსაც. ნუ ამ დროს ბატონი ხაჩიძე ეგზოტიკურ დოლ-გარმონს აკვნესებს და ამ ინსტრუმენტის ჯადოსნური ჰანგებით ცდილობს ბუნების დაცვას. მოგიტყანთ გარემოს დაცვის პოლიტიკა.
მოკლედ, გინებ-გინებით ჩავედი შერჩეულ ადგილზე და დავიწყე თევზაობა.
5 საათის განმავლობაში იყო რამდენიმე რეალიზებული ჩაკვრა, ძირითადად მოდიოდა თითის ტოლა ქაშაპები და ვიმბები. ყველაზე დიდი, რაც იმიტაციით მოიხიბლა, აი ეს პატივცემულია. რაღა თქმა უნდა ყველა თევზი დაუბრუნდა მდინარეს.
ამჯერად იმუშავა 16 ნომერ ნემსკავზე დამზადებულმა Blood Worm - მა. მონტაჟი გამოვიყენე ისევ და ისევ ჩეხური, თუმცა dead drift-ის ტექნიკამ არ გამართლა და საჭირო გახდა სტრიპების გაკეთებაც. იმაზე საუბარი, რომ მტკვარს ყოველ დღე ათასჯერ კლავენ და მაინც ვერ ერევიან, საერთოდ არ მსურს. ამ საქონლების ხელში საერთოდ რამე რომ ცხოვრობს მდინარეში, მათნაირივე პრეზერვატივების გარდა, პირადად მე ძალიან მიკვირს. მოკლედ ეს გასვლა მოთელვა უფრო იყო, ვიდრე რეალური თევზაობა, იმედია ხვალინდელი დღე გაამართლებს.
No comments:
Post a Comment