საკმაოდ ქარიანი ამინდის მიუხედავად, მაინც ვერ მოვითმინე და დღეს მცხეთას ვეწვიე. ამ ადგილებში ადრეც მითევზავია, მაგრამ ამჯერად მდინარისა და სანაპირო ზოლის სისუფთავემ ძალიან გამაკვირვა, მართალია ტრასიდან სულ ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით ვიდექი, მაგრამ ღრმა კანიონის კედლები ცივილიზაციის ხმას თითქმის არ ატარებდა. ქარის გამო ერთადერთ რეალურ გამოსავლად ისევ და ისევ ჩეხური მონტაჟი აღმოჩნდა და შედეგმაც არ დააყოვნა, ისევ და ისევ Blood Worm-მა იმუშავა და თეთრულამაც ძალიან იაქტიურა. ისე საოცარი აგრესიულობითა და სიხარბით გამოირჩევა ეს თევზი, საკმაოდ დიდ ნემსკავსაც კი ეტანება.
მოკლედ 6 საათამდე ვითევზავე და უდიდესი სიამოვნება მივიღე, მიკრონიმფებმაც საკმაოდ კარგად იმუშავეს, თითქმის ყოველი გატარება თევზის დაჭერით სრულდებობა. რომ არა "პარაშუტისტები", შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოდ გავატარე დრო.
თბილისში დაბრუნება ფეხით გადავწყვიტე, რაც, ჩემს, ოფისის სკამზე გასიებულ უკანალს ძალზედ წაადგა. ეს ადგილები ალბათ ათასჯერ მაინც გამივლია მანქანით, მაგრამ მხოლოდ დღეს მომეცა საშუალება კარგად დავკვირვებოდი.
ქალაქში შემოსვლა ძალიან არ მესიამოვნა, კონტრასტი აშკარაა
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ქალაქშიც ლამაზად შეიძლება ბინდდებოდეს, ეს ხედი დიღმის ტრასიდან არის დაფიქსირებული. ზედა სურათის მოპირდაპირე მხარეს.
ხვალ ისევ თევზაობა მელის, ამჯერად უკვე იორზე. გაუმარჯოს თავისუფლებას!!
2 comments:
მიხარია ნიკუშ, რომ გიცნობ, შენი ბლოგების კითხვის შემდეგ სულ უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი ჩემი ლილოს შნური შევცვალო და დავეუფლო ამ მეთოდს. წარმატებები :)
გაიხარე, ისე თავიდან ლილოც მშვენივრად იმუშავებს,მითუმეტეს ჩეხური მეთოდით, სადაც შნური თითქმის საერთოდ არ გამოიყენება.
Post a Comment