კიდევ ერთი ლეგენდა, ამჯერად მშრალი იმიტაციებიდან. მართალია იგი არ ასახავს რომელიმე კონკრეტული სახეობის მედღეურას, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა. მისი ავტორია ამერიკელი ლეონარდ ჰალადეი (Leonard Halladay), რომელმაც ეს იმიტაცია 1920 წელს შექმნა და დიდი წარმატებით გამოსცადა მიჩიგანში (Michigan's Broadman River)
მისი დამზადებისათვის გამოიყენება შემდეგი მასალები, კუდი და საყელო მამლის ყავისფერი და grizzly (coachman brown და grizzly) გენეტიკური ბუმბული, ტანი სინთეთიკური დაბინგი (adams's grey), ფრთები მამლის გენეტიკური ბუმბულის წვერი (ფერი - grizzly).
ეს იმიტაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დღესდღეისობით გვაქვს მისი უამრავი ვარიანტი, მაგალითად ასეთი, სადაც, ზედაპირზე უკეთესად ტივტივისათვის გამოიყენება დაბინგის ყულფში მოთავსებული ირმის ბეწვი
და ასეთი, სადაც ტრადიციული საყელო "პარაშუტის" სტილშია შესრულებული და გენეტიკური მამლის ბუმბულის წვერები, სადავის დახვევის შესამცირებლად პოლიპრიპილენით არის შეცვლილი
ესეც მისი დამზადების ერთ-ერთი ვარიანტი
No comments:
Post a Comment