Sunday, October 2, 2011

March Brown

            თუკი რომელიმე იმიტაცია იმსახურებს ეპითეტს "ლეგენდარული", March Brown სწორედ მათ შორისაა. ინგლისელები ამბობენ, რომ  წარმატებული თევზაობისათვის მხოლოდ ეს იმიტაციაც საკმარისია. მისი პროტოტიპი პირველად მოხსენიებულია St. Albans - ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის მიერ დაწერილ და 1486 წელს გამოცემულ "Book of St.Albans"-ში. 


            რაც შეეხება დასახელებას March Brown, იგი, შეიძლება ითქვას, არასწორია, რადგანაც მედღეურას ის სახეობა, რომელსაც ეს იმიტაცია ასახავს, წყალსატევში აქტიურობას იწყებს არა მარტში, არამედ აპრილის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ფაქტიურად, თევზაობის სეზონი, სწორედ მისი გამოყენებით იწყება.
            დღესდღეისობით არსებობს ამ იმიტაციის მშრალი ვარიანტები და ნიმფებიც, მაგრამ ნამდვილ ლეგენდად სველი ვარიანტი რჩება, რომელიც, ჩემი აზრით, ასახავს წყლის შუა ფენაში მოძრავ მედღეურას ნიმფას, რომელმაც უკვე დაიწყო მოძრაობა ზედაპირისაკენ, ან ემერჯენციის დაწყებამდე დაღუპულ მწერს, თუმცა ერთიანი მოსაზრება იმიტირებულ პროტოტიპზე არ არსებობს, ალბათ ამიტომაც, დღესდღეისობით, სახეზე გვაქვს March Brown-ის უამრავი ვარიანტი. მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია მოყავისფრო, კრემისფერი მასალების გამოყენება, ტანი მზადდება ბუნებრივი დაბინგისაგან, კუდი, ფეხები და ფრთები კი სხვადასხვა ფრინველის (კაკაბი, ვალდშნეპი და ა.შ) ბუმბულისაგან. არსებობს უფრთო და უკუდო ვარიანტებიც



             გთავაზობთ ამ იმიტაციის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს

2 comments:

მებადური said...

მაგარია ნიკა, ძალიან მოკლე და ინფორმაციული სტატიებია.
გააგრძელე...

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

ისეთი საზიზღარი ამინდია, რომ მეტი რა გზა მაქვს:)