ვაგრძლებთ საუბარს თვითნაკეთი "გრეხილი" ლიდერების დამზადების შესახებ.
თვალსაჩინოებისთვის ძუის ნაცვლად გამოყენებულია ძაფი.
თვალსაჩინოებისთვის ძუის ნაცვლად გამოყენებულია ძაფი.
A სამაგრზე ყულფით ვაფიქსირებთ ძუას და მიგვყავს 1 სამაგრამდე, სამაგრის გარეთა მხრიდან, ვაბრუნებთ უკან, A სამაგრისკენ და იგივეს ვიმეორებთ 5-ჯერ.
გადაგვყავს ძაფი მეორე სამაგრისკენ, ვაბრუნებთ პირველი სამაგრისკენ და იგივეს ვაკეთებთ 3-ჯერ, ისე, რომ სამივეჯერ 2 სამაგრიდან 1 სამაგრისაკენ მიმავალი ძაფი ამოტარებულ იქნას A-და 1 სამაგრს შორის არსებულ ხვეულებში.
3 სამაგრის გარეთა მხრის შემოვლით გადაგვყავს ძაფი 4 სამაგრისკენ და ისევ ვაბრუნებთ 2 სამაგრთან, ამოვატარებთ 1 და 2 სამაგრების ხვეულებში და გადაგვყავს 5 სამაგრისკენ, ვაკეთებთ 3 ხვეულს 4 და 5 სამაგრებს შორის, ძაფის ხვეულებში ამოტარებით.
გადაგვყავს ძაფი B სამაგრისკენ და ვაკეთებთ 5 ხვეულს უკვე ჩვეული წესის დაცვით (ამოტარებით). საბოლოოდ ვაფიქსირებთ ძაფს B სამაგრზე. საბოლოოდ უნდა მივიღოთ ასეთი კონსტრუქცია.
No comments:
Post a Comment