შემდეგი ეტაპისათვის დაგჭირდებათ 2 სიმძიმე, მათი დამზადება უმარტივესია, ვიღებთ ნებისმიერ სათევზაო მაღაზიაში ადვილად მოსაძიებელ სიმძიმეს და ვუყრით საკანცელარიო სამაგრს, ერთ ბოლოში ვუკეთებთ კაუჭს, მეორეში კი ყულფს.
სიმძიმეებს კაუჭებით დავაფიქსირებთ A და B სამაგრებთან, ხოლო მთელ კონსტრუქციას კი დიდი საკანცელარიო სამაგრით ვკიდებთ ხის ზედაპირზე, მაგალითად კარადის კარებზე
მარცხენა სიმძიმეს ვაფიქსირებთ ხის ზედაპირზე ლურსმნით და ვიწყებთ ლიდერის დახვევას სიმძიმით საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალით, მანამ, სანამ მარჯენა მხარე მჭიდროდ არ დაეხვევა, ამის შემდეგ მარჯვენა მხარეს ისევ ვაფიქსირებთ კარებზე
ვხსნით მარცხენა მხარეს ლურსმნიდან და ისევე, როგორც მარჯვენა მხარეს, ვახვევთ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ ორივე სიმძიმეს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და უბრალოდ ხელს ვუშვებთ, ლიდერი თვითონ მიიღებს საბოლოო სახეს
ლიდერი მზადაა, შნურთან დასაფიქსირებლად ვუკეთებთ უბრალო ყულფს, რომელსაც ვაძლიერებთ სამონტაჟო ძაფითა და წებოთი, ხოლო სატარებლისათვის კი პირადად მე ვიყენებ პიტცენბაუერის მეტალის რგოლებს
შედარებისთვის ჩემი დამზადებული ლიდერი
და რომან მოზერის ლიდერი, რომელსაც პიტცენბაუერის მეტალის რგოლი საერთოდ არ ჰქონდა და მე დავუმატე. სხვათაშორის ფოტოს გადასაღებად ნორმალურად გაშლა ვერ მოვახერხე, აქვს საკმაოდ დიდი მახსოვრობა, რაც უცნაურია, იმიტომ რომ, როგორც საიტზეა მითითებული, მოზერი მათ ფლუოროკარბონისგან ამზადებს
ნახეთ რა ღირს მოზერის ლიდერი და ნახეთ რა ღირს Berkley-ის 300 იარდიანი მონოფილი, რომლისგანაც უკვე 8 ლიდერი დავამზადე და კიდევ დარჩა საკმაო მასალა.
No comments:
Post a Comment