Saturday, March 10, 2012

Wooly Bugger

 
        საკმაოდ დიდი დრო გავიდა ბოლო სტატიიდან, გთავაზობთ კიდევ ერთ, ნამდვილად ლეგენდარულ იმიტაციას, ამჯერად სტრიმერს - Wooly Bugger.
           მისი ავტორი და წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა  თანამედროვე სახით არსებულ იმიტაციას პენსილვანიელ რასელ ბლესინგს მიაწერენ (Russell Blessing) რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ქალაქ ჰარისბურგში შექმნა ის სტრიმერი, რომელსაც სურათზე ვხედავთ. ზოგი ამ იმიტაციას 1940 - იან წლებში დონ მარტინესის (Don Martinez) მიერ  შექმნილ Woolly Worm -ის შემდგომ განვითარებად აფასებს, ზოგი კი თვლის, რომ მსგავსი სტრიმერები ჯერ კიდევ ისააკ უოლტონის (Isaak Walton) დროს გამოიყენებოდა.
          არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელ ცოცხალ არსებას ასახავს ეს სტრიმერი, ზოგი მასში წურბელის იმიტაციას ხედავს, ზოგი კიბორჩხალის, ზოგი კი ლიფსიტის. ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ  Wooly Bugger ასედენ ეფექტურია და არსებობს მისი უამრავი ვარიანტი, რომლებიც ფერითა და ზომით განსხვავდებიან, დღესდრეისობით ამზადებენ როგორც სპილენძის ბურთულიან, ტყვიით დამძიმებულ ვარიანტებს, ასევე იმიტაციებს ყოველგვარი ტვირთის გარეშე.
                  ამ სტრიმერის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა ზომის გრძელტანიანი, სტრიმერის ნემსკავები, მარაბუსა და ქათმის ბუმბული, ყაითანი (chenille), მავთული ან ლურექსი სეგმენტაციისათვის და, თუ დამძიმებული ვარიანტის მიღება გვსურს, ტყვიის მავთული და სპილენძის ბურთულები.
                 გთავაზობთ Wooly Bugger-ის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს



            ესეც სტრიმერი მოქმედებაში

No comments: