Sunday, May 26, 2013

Frank Sawyer


              გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სტატიათა ციკლი იმ ადამიანებზე, რომლებმაც, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექმნეს Fly Fishing - ის სახე, რომლითაც იგი დღეს არსებობს. წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ფრენკ სოიერს, ინგლისელს, რომელმაც ნიმფაზე თევზაობა ხელოვნების დარგში აიყვანა.
                  დაიბადა 1906 წელს ბალფორდში, თევზაობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ცხოვრობდა მდინარე ეივონის მახლობლად, რომელზედაც მამამისის მეგობარი უილიამ პრატი მუშაობდა ზედამხედველად და ფრენკიც განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა მოხუცი მეთევზის გამოცდილებას. 1928 წელს (ზოგი ცნობით 1925 წელს) უილიამი პენსიაზე გავიდა და მისი თანამდებობა 22 წლის სოიერს შესთავაზეს.
          ამ მომენტიდან იგი ყოველდღიურად აკვირდებოდა მდინარის ცხოვრებას, სწავლობდა თევზის კვების თავისებურებებს, მისთვის უცხო იყო მეთევზეთა წრეში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე თეორიული დავა იმის თაობაზე თუ რომელი სტილით, მშრალი იმიტაციითა თუ ნიმფით ჭერა არის კლასიკური, სუფთა Fly Fishing - ი. ფრენკი პრაქტიკოსი იყო, ყურადღებას ამახვილებდა სიმარტივესა და პრაქტიკულობაზე, მისთვის მთავარი იყო კონკრეტული შედეგი კონკრეტულ მდინარეზე. იგი კარგად ხედავდა, რომ თევზი ნიმფებით ძალიან აქტიურად იკვებებოდა, სწორედ ასეთი ძიებების დროს შეიქმნა ლეგენდა, რომელსაც Pheasant Tail Nymph ეწოდება. ეს იყო მარტივი ნიმფა რომელიც მდინარე ეივონზე მუშაობდა ყოველთვის. საინტერესოა მის მიერ შექმნილი მეთოდიც, რომელიც გულისხმობს იმ თევზის ჭერას, რომელსაც მეთევზე სუფთა და დაბალ წყალში ხედავს, ანუ ეპარება კონკრეტულ ეგზემპლიარს და იჭერს კონკრეტულად მას. ამ მეთოდს Search&Sight Fishing - ი ეწოდება.

                  

           გარდა ამ ნიმფისა მის ხელს კიდევ ოთხი ეფექტური იმიტაცია ეკუთვნის, SS (Swedish Special), Grey Goose, Bow Tie Buzzer და Killer Bug


                   ასაკის გამო იგი საბრძოლო ქვედანაყოფში არ მოხვედრილა, თუმცა 1944 წელს გაიწვიეს სამეფო არტილერიის ქვედანაყოფში, რომელიც მდებარეობდა ლარკილში, მდინარე ეივონის მახლობლად.
             ფრენკი აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ Field - ში, ეს სტატიები შემდგომ, 1952 წელს, წიგნის სახით გამოიცა, რომელსაც ეწოდება Keeper of The Stream


                   ასევე აღსანიშნავია მისი Nymphs And The Trout  (1958 წელი)


             ფრენკ სოიერი გარდაიცვალა 1980 წლის 18 აპრილს, მდინარე ეივონის ნაპირზე, იქ სადაც განსაკუთრებით უყვარდა თევზაობა, პატარა ეკლესიიდან ორმაცდაათიოდე მეტრის მოშორებით. როდესაც იგი ალან კუკმა იპოვა, ფრენკი გულაღმა იწვა და ისევ ეჭირა ხელში თავისი განუყრელი ხელჯოხი. კრემაციის შემდეგ ფერფლი მდინარეზე გაფანტეს, ხოლო გარდაცვალების ადგილას დღესაც დგას პატარა სკამი.


"In the place where this was done, they have placed a bench, a rather plain seat, and quite unmarked, a simple countryman's seat. And the Avon flows gently on."

- Sidney Vines, Frank Sawyer:
Man of the Riverside (1984) 

No comments: