ფრანგული ნიმფა (French Nymphing)
სატარებლად გამოიყენება 0,08-0,1 მმ დიამეტრის მქონე ძუა, აქაც სასურველია არჩევანი ფლუოროკარბონზე შევაჩეროთ, რომელიც მსუბუქ იმიტაციას ფსკერამდე უფრო სწრაფად მიაწვდის.
ნიმფაზე თევზაობის თანამედროვე ტაქტიკურ ხერხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრანგების მიერ შექმნილ მეთოდს-ფრანგულ ნიმფას. თუკი სიღრმე 1 მეტრის ფარგლებშია, დინება ზომიერი, ხოლო წყალი კი ძალიან სუფთაა სწორედ ეს მეთოდი მოგვიტანს მაქსიმალურ წარმატებას. მიზეზი მარტივია-ასეთ პირობებში თევზი ძალიან კარგად ხედავს მეთევზეს, შესაბამისად მოკლებულნი ვართ საშუალებას გამოვიყენოთ ჩეხური ნიმფის მონტაჟი და სათევზაო ობიექტს 2-3 მეტრის მანძილზე მივუახლოვდეთ.
ფრანგული სტილის მიმზიდველობა მთელი მონტაჟის დელიკატურობაშია, თუკი ჩეხურ ვარიანტში მისაღებია 5-6 კლასის ანკესი, ფრანგულში 2-4 კლასები ლიდერობენ. მიზეზი იმაშია, რომ ჩეხურ მეთოდში ერთდროულად რამდენიმე საკმაოდ მძიმე ნიმფა გამოიყენება და მაღალი კლასის ანკესი იტანს ასეთ მიდგომას, სროლაც ახლო მანძილზე ხდება და იმიტაციებთან კონტაქტი ნარჩუნდება. ჩეხურ მეთოდში შნურის მცირე ნაწილი მაინც გამოიყენება, ფრანგულ ვარიანტში ვთევზაობთ მაქსიმალური სიგრძის კონუსური მონო ან დაწნული ლიდერით, რომელზედაც მონტაჟდება გრძელი სატარებელი. გამოიყენება მსუბუქი ნიმფა უმეტესწილად 1, იშვიათად 2, შესაბამისად, თუკი ანკესის წვერსა და ასეთ ნიმფას შორის იქნება შნური და თანაც 5 ან 6 კლასის, კონტაქტი გაუარსედება, რადგან შნურს საკმაოდ დიდი ინერცია აქვს და თევზის ფრთხილი ჩაკვრა შეუმჩნეველი დარჩება. გთავაზობთ მონტაჟის ერთ-ერთ ვარიანტს:
კონუსური ლიდერის უპირატესობა იმაშია, რომ მას არ აქვს კვანძები, რომლებიც ანკესის გამტარ რგოლებში გავლისას აფერხებენ იმიტაციის მიწოდებას. მეტიც-თუკი ჩეხურ მეთოდში ლიდერის სახეობას, ნიმფების საკმაო სიმძიმიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კონუსურობა მსუბუქი იმიტაციით აღჭურვილი სატარებლის სწორად გაშლას დიდად უწყობს ხელს. გამომდინარე იქედან, რომ თევზაობა საკმაო მანძილზე მიმდინარეობს, სასურველია ფლუოროკარბონის გამოყენება. იმიტაციების წონა იმდენად მცირეა, რომ ფაქტიურად ეს სტილი, თავისი დელიკატურობით, მშრალ იმიტაციაზე თევზაობას გვაგონებს. ფრანგულ მეტოდში გამოიყენება ჩაკვრის ინდიკატორები, პირადად მე აი ამ ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას http://www.czechnymph.com/en/e-shop/leader...tricolour-1-pcs, თუმცა ბეკინგისგანაც შესაძლებელია მისი დამზადება:
სატარებლად გამოიყენება 0,08-0,1 მმ დიამეტრის მქონე ძუა, აქაც სასურველია არჩევანი ფლუოროკარბონზე შევაჩეროთ, რომელიც მსუბუქ იმიტაციას ფსკერამდე უფრო სწრაფად მიაწვდის.
No comments:
Post a Comment