გთავაზობთ სტატიათა ციკლს ველურ ბუნებაში ავტონომიურ რეჟიმში (მარტო) Tევზაობის შესახებ, ამ თემატურ სერიაში მოცემული მასალები დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებაზე, შესაბამისად, მოყვანილი რჩევები შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც ქცევის ერთ ერთი ვარიანტი.
მოდით ჯერ განვიხილოთ ასეთი გასვლების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
უპირობოდ დადებითი მხარეები:
მიდიხართ იქ, სადაც, როდესაც და რამდენი ხნითაც გსურთ,
მოწყვეტილი ხართ ყოველგვარ ცივილიზაციას, ნუ რასაკვირველია, თუ ექსტრიმის თქვენეული გაგება წყნეთისა და კიკეთის ფარგლაბს სცდება.
დამოკიდებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე, რის შედეგადაც ველურ ბუნებას უფრო ახლოს იცნობთ,
არ ხართ დამოკიდებული მანქანაზე, რადგან თუ თქვენ მართლა გსურთ განმარტოება, მანქანით ასეთ ადგილებამდე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ.
პირობითად უარყოფითი მხარეები:
მთელი ბარგის ტარება საკუთარი ზურგით მოგიწევთ და დამერწმუნეთ, ეს ბარგი მსუბუქი არ არის.
თუ რაიმე პრობლემა წარმოგექმნებათ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეგიძლიათ გqონდეთ. ჩემთვის ასეთ თევზაობას არცერთი უარყოფითი მხარე არ აქვს.
ავტონომიური გასვლა საგულდაგულო, წინასწარი მომზადებიდა და დეტალური დაგეგმვის გარეSე წარმოუდგენელია, სულ უმნიშვნელო შეცდომამაც კი შესაძლებელია ძალიან დიდი პრობლემები შეგიქმნათ.
მარშრუტის არჩევაში დაგეხმარებათ Google Earth, ასევე საკმაოდ მოსახერხებელია ე.წ. "გენერალური შტაბის" ტოპოგრაფიული რუქები, რომლებიც ინტერნეტის დახმარებით შეგიძლიათ მოიძიოთ.
მარშრუტის არჩევისას ბოლომდე ნუ ენდობით რუქების მონაცემებს, თქვენს მიერ დაანგარიშებულ მანძილს თავისუფლად შეგიძლიათ მიამატოთ 3-4 კილომეტრი. პირადად მე სამწუხაროდ მხოლოდ უქმე დღეებში მაქვს თევზაობის საშუალება, ამიტომ ვცდილობ სათევზაოდ გავიდე პარასკევს, სამსახურის შემდეგ, აქედან გამომდინარე წინასწარ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი სამარშრუტო რეისი, რომელიც არჩეულ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიგიყვანთ, ასევე დააზუსტეთ კვირას უკუ რეისის მოძრაობის გრაფიკი, აუცილებლად გააფრთხილეთ მძღოლი და ჩაიწერეთ მისი ტელეფონის ნომერი. პარასკევს და არა შაბათ დილით გასვლას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ადგილზე ჩასვლის შემდეგ მთელი ღამე წინ გაქვთ, შეგიძლიათ მაქსიმალურად დიდი მანძილი გაიაროთ. გასვლის წინ აუცილებლად ნახეთ ამინდის პროგოზი რამდენიმე წყაროდან.

No comments:
Post a Comment