Sunday, September 4, 2011

Alone In The Wild (ნაწილი მეორე)


      ეკიპირება

            გახსოვდეთ, მიიღებთ თუ არა სიამოვნებას ექსპედიციისაგან იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მორგებული და მოსახერხებელი ეკიპირება გაქვთ. გამომდინარე იქედან რომ ამ ეკიპირებას საკუთარი ზურგით ეზიდებით, მოგიწევთ ოქროს შუალედის პოვნა და მინიმალურად აუცილებელი კომპლექტის შექმნა, მე ამას რამდენიმე წელიწადი მოვანდომე, ამიტომ ყოველი გასვლის დროს დააკვირდით რა გაკლიათ, აღჭურვილობის რა ნაწილის შეცვლა იქნება უპრიანი უკეთესი ვარიანტით და ა.შ. უმჯობესია, თუ ყოველივე ამას ჩაიწერთ და შემდეგ გააანალიზებთ.
              რამდენიმე წლის უშედეგო ძებნისა და ფულის უაზროდ ყრის შემდეგ, მეგობარმა იდეალური საჩუქარი გამიკეთა:

მოდიფიცირებული Alice Pack არცერთი სხვა ზურგჩანთა ასე კარგად არ მომრგებია, აქვს გაუმჯობესებული სამხრეები და საზურგე, ანუ უფრო ფართოებია, ვიდრე სტანდარტული, შედეგად წონა საერთოდ არ იგრძნობა.


ასეთი ტიპის ზურგჩანთის დადებითი მხარე ისაა, რომ დაბალია და სიარულისას წონასწორობას არ გაკარგვინებთ, ასევე აქვს მეტალის კარკასი, რომელიც ზურგს არ ეხება და არ გაოფლიანებთ. აქვს სწრაფი მოხსნის სისტემა, რომელიც მდინარეში ჩავარდნის შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.



ასევე მოსახერხებელია ის, რომ ამ ზურგჩანთას აქვს ეკიპირების გარედან დამაგრებისათვის გათვალისწინებული ელემენტები. 
           ჩალაგებისას გარე ჯიბეებში ვალაგებ პირველადი აუცილებლობის ნივთებს: პონჩო, წყალი, სამედიცინო კომპლექტი და ა.შ. დანარჩენი უკვე შიდა ჯიბეში მიდის, კარავი, სკამი, კარიმატი (ე.წ. "პარალონი"), საძილე ტომარა, ტუბესში ჩადებული ანკესი და იარაღი ფიქსირდება სპეციალური ზონარების საშუალებით.
           ტანსაცმელი აუცილებლად დაგჭირდებათ 2 კომპლექტი, გაითვალისწინეთ რომ იგი იყოს მაქიმალურად მსუბუქი და ძალიან კარგია თუ იქნება "მსუნთქავი", დღესდღეისობით ასეთი ტანსაცმლის შოვნა უპრობლემოდ შეგიძლიათ, არჩევანიც უზარმაზარია. პირადად მე ვიყენებ კამუფლირებულ სამხედრო კომპექტს და მსუბუქ, არა "მყვირალა" ფერის სამოქალაქო შარვალსა და მაისურს.
          ქუდად ვიყენებ პანამას ტიპის სამხედრო კამუფლირებულ ქუდს.
          ფეხსაცმელიც 2 წყვილი დაგჭირდებათ ერთი ადგილზე მისასვლელად და მეორე წყალში გადაადგილებისათვის. პირველ შემთხვევაში მე ვიყენებ "გორტექსის" მაღალყელიან ჩექმებს, რადგან კოჭი კარგად არის დაფიქსირებული და კარგად მიცავს კოღოებისგან (რატომღაც ყოველთვის კოჭებზე მკბენენ:)))  და ქვეწარმავლებისგან. მდინარეში გადაადგილებისთვის სეზონის მიხედვით ვიყნებ ან რეზინის მაღალყელიან ჩექმებს ან სპეციალურ ე.წ. wading boots. ორივე შემთხვევაში დაგჭირდებათ ნეოპრენის წინდები 2 ან 5 მმ-ის სისქის.
         წვიმის შემთხვევაში გამოგადგებათ პონჩო, რომელიც მასიმალურად დიდი ზომისა უნდა იყოს, რათა დაგფაროთ თქვენც და ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთაც.



No comments: