Thursday, September 15, 2011

ისევ მტკვარზე

           მგონი მივაგენი იმ  ადგილს, სადაც ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს, არადა ეს სილამაზე აქვეა, თბილისიდან ფეხით სავალ მანძილზე, ამ მანძილს უკვე მეორეჯერ გავდივარ და უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ


            რა თქმა უნდა არიან უკუღმაშობილი ბრაკებიც, ეკრანებით და პარაშუტებით, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ერთი შენიშვნა, რომ ხელს მიშლიდნენ და ახლოც არ გამკარებიან. აქედან გამომდინარე, საკმარისია ნამდვილ მეთევზეთა 10-15 კაციანი ჯგუფიც კი და ამ ადგილებში ბრაკების სახსენებელიც არ დარჩება. ვაღიარებ, რომ ჩემთვის თევზაობის ერთადერთი მეთოდი არსებობს - Flyfishing, მაგრამ დღეს, ჩემს თვალწინ, 15-16 წლის ბავშვმა ისეთი გემრიელი ხრამული დასვა ტივტივაზე და ისე ოსტატურად, რომ თევზაობა შევწყიტე და ვტკებოდი ამ სანახაობით, სამწუხაროდ ის მოპირდაპირე ნაპირიდან თევზაობდა და ვერ გამოველაპარაკე.  
             სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, ქარი არ მაწუხებდა და პირველად ვცადე ე.წ. "ფრანგული მონტაჟი" - შნურზე ფიქსირდება 6-7 მეტრიანი მონოფილური ძუა 0,15 მმ, შემდეგ 0,5 მ ასევე მონოფილური 0,14 მმ ძუის მონაკვეთი, შემდეგ სიგნალიზატორი და ბოლოს 0,12 მმ დიამეტრის მქონე დაახლოებით 80 სმ სიგრძის სადავე, რომელზედაც ვაბავთ 2 ნიმფას, ჩეხური მეთოდი მგრძნობელობით ამ მონტაჟთან ახლოსაც ვერ მოვა, წინა გასვლაზე თუ სულ რამდენიმე რეალიზებული ჩაკვრა მქონდა, დღეს თევზის სუნის მოსაცილებლად ხელი რამდენჯერმე დავიბანე, ზომაც წინანდელთან შედარებითთ აშკარად მეტობისკენ წავიდა


           ამჯერად 14 და 16 ნომერ ნემსკავებზე დამზადებულმა Gold Head Pheasant Tail ნიმფებმა იმუშავეს, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ქალაქში ისევ ფეხით დავბრუნდი. რამდენიმე ახალი ხედიც მივამატე ჩემს ფოტო კოლექციას




           ეს კი ბოლოს, ქალაქში შემოსვლისას, გავხედე უკან დარჩენილ ულამაზეს და სათუთ სამყაროს, რომელიც ჩვენგან ელოდება შველას


No comments: