Saturday, September 17, 2011

ქართული ბუნების რექვიემი, ანუ ამათი დედებს შევეცი მე

            ასეთ საზიზღარ ხასიათზე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ ვყოფილვარ, დღეს დილიდან გიგა (მებადური) და მე მდინარე ხრამზე, დიდი ხნის დაგეგმილ ექსპედიციაში გავემგზავრეთ, აქამდე ამ ადგილებში, მტკვართან შესართავიდან 7-8 კილომეტრის მანძილზე, ნამყოფი არ ვიყავი და მოუთმენლად ველოდი, ჩემთვის გიგას მონაყოლიდან ცნობილ, ულამაზეს ბუნებასთან შეხვედრას. ადგილზე ჩასულებს დაგვხვდა განსაკუთრებული სისატიკით და ცინიზმით მოკლული მდინარე. გახსნილია კარიერები, შეცვლილია მდინარის კალაპოტი, ერთდროს ულამაზესი ჩერო დღეს აი ასე გამოიყურება



             მდინარიდან, კილომეტრების მანძილზე, საერთოდ ამოღებულია ხრეში და ფსკერი აი ასე გამოიყურება



           და ეს ხდება დინებაზე, სადაც თევზის ბუნებრივი საკვების (მედღეურების, რუისელების და ა.შ) საარსებო არეალი პირწმინდად არის მომსპარი, ხაჩიძე შე არაკაცო საერთოდ იცი რა ხდება შენს "დასაცავ" არეალში? რომელმა სირმა გასცა ასეთ ბარბაროსობაზე ნებართვა? ერთდროს თევზით სავსე მდინარეში ორმა კაცმა მთელი დღის განმავლობაში სულ რამდენიმე, თითის ტოლა თევზი დავიჭირეთ და, ბოდიშის მოხდით, ისევ უკან გავუშვით, განცვიფრებული "პარაშუტისტების" თვალწინ. 
           არადა ულამაზესი, მაგრამ მკვდარი ადგილები ჯერ კიდევ შემორჩენილია


           დღის 4 საათისათვის ოდნავი რეაბილიტაციის მიზნით ისევ მტკვარს ვეწვიეთ მცხეთასთან, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახლდით, თევზი კი დაგვხვდა, მაგრამ სადაც ჯერ კიდევ გუშინწინ ულამაზესი ოაზისი იყო აი ეს ვნახეთ 



             ხოდა მოგიტყანთ ძუკუ ლოლუას ფესტივალი ხობში და თქვენ დედებს შევეცი მე თქვე ნაბიჭვრებო!!!!!

2 comments:

jela said...

მდინარე ხრამზე ოდნავ ზევით სადაც მაშავერა და ქცია უერთდება მანდ სადრაც 20 კილომეტრიან მონაკვეთზე რამოდენიმე მსგავსი საწარმოა :(

მებადური said...

ამას ზემოდან ისიც დაამატეთ, რომ ხრამს დებედა ერთვის, რომელიც თავის თავად მოწამლულია...(