Tuesday, September 20, 2011

ქართული ბუნების რექვიემი (ნაწილი მეორე, ეპიგრაფი იგივე)

           სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ვცდილობ შედეგებს თვალი გადავავლო და გავაანალიზო Flyfishing-ის კუთხით, მაგრამ თავიდან არ ამომდის წინა შაბათს, მდინარე ხრამზე ნანახი სურათი. დღეს მებადურმა (გიგამ) ზუსტად იმ ადგილების სურათები გამომიგზავნა სადაც ვიყავით, აი ეს სილამაზე იყო სულ ცოტა ხნის წინ.


           
           რაც დაგვხვდა კი სტატიის პირველ ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ აი აქ, განსხვავება შესამჩნევია არა? საერთოდ ღირს კი ამ ბლოგის არსებობა ასეთ ქვეყანაში? ყველაზე ცუდია კი ისაა, რომ არ ვიცი რა ვქნა, რით დავეხმარო ბუნებას. სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? სად არის ხალხი? რაზე ვფიქრობთ საერთოდ? იქნებ ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი ბრალია?
           ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ კარგად ვხვდები, რომ ახალს სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვი. იგივე სურათია თითქმის ყველგან - მეგობრებმა მითხრეს, რომ კარიერები ზედა დინებაზეც ყოფილა, ხრამის შენაკადი დებედა კი ოქროს მომპოვებელი საწარმოს შხამქიმიკატებით წამლავს იმას რაც დარჩა. გამოდის რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და არც უნდა გაგვიკვირდეს.
           რაც ჯერ კიდევ მეტნაკლებად შემორჩენილია, იმის ხარჯზე კი არ გვაქვს, რომ ვინმე იცავს, არამედ იმიტომ, რომ ჯერ იქამდე ვერ მიაღწიეს ამ გულზე ქონგადაკრულმა საქონლებმა. მინდოდა მომეძიებინა შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები და მიმეწოდებინა ფოტომასალა, მაგრამ გადავიფიქრე, მათ ხომ ეს ყველაფერი ჩემზე გაცილებით კარგად იციან და დუმან. დუმან ზუსტად ისე, როგორც ჩვენ.

No comments: