ვაგრძელებთ სტატიათა ციკლს ლეგენდარული, განსაკუთრებით ეფექტური სატყუარების შესახებ, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ცნობილ ემერჯერზე Klinkhamer Special. მისი ავტორია ჰანს ვან კლინკენი.
მან ეს ემერჯერი წინა საუკუნის 80 -იან წლებში შექმნა ერთ ერთი თევზაობის დროს, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის მიერ დაჭერილ ხარიუსთა უმრავლესობა ფაქტიურად გატენილი იყო რუისელის ემერჯენციის სტადიაზე მყოფი ჭუპრებით, იმ დღეს იგი ჩვეულებრივ, წყლის ზედაპირზე ჰორიზოტალურ დგომარეობაში მყოფ მშრალ იმიტაციებზე თევზაობდა და ხარიუსის უმეტესობა, ამ თევზის პირის წყობის გამო, (ხარიუსს პირი ქვემოთ აქვს მიმართული და ზედაპირიდან კვებისას იძულებულია მოუხერხებელ, თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგეს) გაექცა, სწორედ ამან მისცა ბიძგი მანამდე უცნობი წყობის ემერჯერის შექმნისაკენ. მისი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ნემსკავი ზედაპირზე განლაგებული ყოფილიყო არა ჰორიზონტალურად არამედ გარკვეული კუთხით, რაც ერთის მხრივ უფრო რეალისტურად ასახავს ნამდვილი მწერის ემერჯენციას (არა მხოლოდ რუისელის) და მეორეს მხრივ თევზს უადვილებს ნემსკავის გადაყლაპვას. თავდაპირველად, ორიგინალური ვერსია აი ასე გამოიყურებოდა
წყალში კი აი ასეთ მდგომარეობას ღებულობს
იმიტაციის დასამზადებლად გამოიყენებოდა ბრტყელტუჩათი მოხრილი ნემსკავი, სინთეთიკური, ღია ფერის დაბინგი ტანისთვის, პოლიპროპილენის ბოჭკო ინდიკაციისათვის, გრიზლის ფერის გენეტიკური მამლის ბუმბული "პარაშუტისატვის" და ფარშევანგის კუდის ბუმბული ტორაქსისათვის. ეს იმიტაცია იმდებად ეფექტური გამოდგა, რომ მთელს მსოფლიოში სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. თვითონ იდეაც იმდენად გენიალურია, რომ დაიწყო ამ ემერჯერის ოროგინალისაგან განსხვავებულ ფერებში დამზადება, რაც კოკრეტულ ადგილას მცხოვრები მწერის თავისებურებებს უფრო ზუსტად ასახავდა.
ესეც, ამ ემერჯერის დამზადების დეივი მაკ ფეილისეული ვარიანტი
ესეც, ამ ემერჯერის დამზადების დეივი მაკ ფეილისეული ვარიანტი
No comments:
Post a Comment