ეს არის იმიტაცია, რომელიც მართალია St. Albans - ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის მიერ დაწერილ და 1486 წელს გამოცემულ "Book of St.Albans"-ში არ არის მოხსენიებული, მაგრამ სტილითა და პროპორციებით აშკარად იმ ეპოქას განეკუთვნება. თუმცა იმ სახით, რომლითაც ჩვენამდე მოვიდა, შექმნილია 1850 -იან წლებში ინგლისის ქალაქ ვორჩესტერში, მარტინ ფლინის მიერ და გამოიყენებოდა როგორც მშრალი იმიტაცია ხარიუსზე თევზაობისას.
თავიდან მისი სახელწოდება იყო Worcestershire Gem ხოლო შემდგომში, 1920-იან წლებში, მას შემდეგ რაც იგი მოხვდა ავსტრალიასა და ტასმანიაში უკვე მარტივად გასაგები მიზეზის გამო მოიხსენიება როგორც უბრალოდ Red Tag.
ეს სატყუარა ე.წ. "ფანტაზიურ" სტილით დამზადებულ იმიტაციათა რიცხვს განეკუთვნება, ანუ არ ასახავს რომელიმე კონკრეტულ მწერს, თუმცა ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, იგი წარმოადგენს ხოჭოს იმიტაციას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიდან იგი მშრალ ვარიანტში მზადდებოდა, და მასალებიდან გამოიყენებოდა: კუდისთვის შალის ძაფი, რომელიც შემდგომში შეიცვალა პოლიპროპილენის წითელი ბოჭკოთი, ტანისთვის ფარშევანგის ბუმბული, "საყელოსათვის" მამლის ბულბული.
მოგვიანებით გაჩნდა Red Tag-ის სველი და gold head ვარიანტი, რომელიც წყლის ზედაპირულ ფენაში მოძრაობდა, შესაბამისად მამლის ბუმბული შეცვალა კაკაბმა, ვალდშნეპმა და ა.შ და დაემატა სპილენძის ბურთულა
ეფექტური გამოდგა palmer და spey ვარიანტებიც
Red Tag მზადდება ძირითადად 18-10 ნომერ ნემსკავებზე, ჩვენს პირობებში ეფექტურია თეთრულასა და ქაშაპის ჭერისას.
No comments:
Post a Comment