Thursday, November 17, 2011

თვითნაკეთი "გრეხილი" ლიდერები (ნაწილი პირველი)

           თანამედროვე პრაქტიკაში გრეხილი ლიდერები სულ უფრო მჭიდროდ იკავებენ ადგილს, მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე ბლოგის ფურცლებზე უკვე გვქონდა საუბარი. მე უკვე მეორე წელია ვსარგებლობ თვითნაკეთი ლიდერებით, გთავაზობთ სტატიას მათი დამზადების შესახებ.


               სტატიაზე მუშაობისას გამოყენებულია  ინტერნეტ ფორუმ http://www.flyfishing.spb.su/ - ზე არსებული ინფორმაცია და ფოტოები.
               იმისდა მიხედვით, თუ რა მასალას გამოვიყენებთ ლიდერის დამზადებისას, მივიღებთ სხვადასხვა ფიზიკური თვისებების საბოლოო პროდუქტს. მონოფილისაგან მზადდება მცურავი ლიდერი (ფლოატანტის დამატებით), ფლუოროკარბონისგან ძირვადი. პირადად მე ვიყენებ 0,12 მმ კვეთის მქონე "Berkley"-ს მონოფილს, რომელიც იყიდება 300 იარდიან ხვეულებში. 
            ორიგინალური მეთოდი გულისხმობს სპეციალური დაზგის დამზადებას, რომელიც ასე გამოიყურება და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს


           ბევრი ფიქრის შემდეგ ვცადე დაზგის საერთოდ ამოღება და მის მაგივრად ვიყენებ ჩვეულებრივ საკანცელარიო სამაგრებს (დიდი ზომის) სულ 7 ცალი დაგჭირდებათ


          ხოლო დაზგის მაგივრობას კი წიგნების თაროები მიწევს, ანუ მონტაჟის მთელი პროცესი ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ სიბრტყეში გადავიტანე.


            სურათზე სიმარტივისათვის ყველა სამაგრი დისტანციის დაცვის გარეშე ერთ თაროზეა დაფიქსირებული, რეალობაში საჭიროა მეორე ასეთი თაროც (გვერდით მიდგმული)
             სანამ სამაგრებს დავაფიქსირებთ საჭიროა გადავწყვიტოთ რა სიგრძის ლიდერის დამზადება გვსურს და შემდეგ სამაგრები ამ გრაფიკში მოცემული მანძილების გათვალისწინებით დავამაგროთ თაროზე.
            5-6 ფუტის სიგრძის ლიდერისათვის ზომები შემდეგია (ზომები მოცემულია დიუიმებში, 1 დიუიმი = 2,54 სმ)


             7-8 ფუტის სიგრძის ლიდერისათვის


            9-11 ფუტის სიგრძის ლიდერისათვის



           A და B არის A და B სამაგრები ზედა სურათზე ხოლო Нагель კი შესაბამისი ნომრის მქონე სამაგრები, ზომების ათვლა ხდება  A და B სამაგრებიდან.

         

           

2 comments:

Shota said...

კარგი რამეა ნიკ, არ მიცდია და უნდა ვცადო.

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

თან რთულიც არ არის