წინამდებარე სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ცნობილი უკრაინელი Fly Fisher-ისა და უმაღლესი ხარისხის კოჭების მწარმოებლის (Megoff) ალექსანდრე კაპლუნის (Александр Каплун) სტატია. დავუკავშირდი, ვთხოვე ქართულად თარგმნის ნებართვა და მანაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დამრთო ნება ეს სტატია, მცირედი ცვლილებებითა და კომენტარებით, განმეთავსებინა ჩემს ბლოგზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ნებისმიერი კოჭა იქმნება იმ გათვლით რომ მეტ-ნაკლები წარმატებით შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:
- შნურისა და ბეკინგის სათავსოს ფუნქცია;
- თევზის გამოყვანისას ჯალამბარის ფუნქცია;
- მუხრუჭის ფუნქცია;
- სისტემის "ანკესი-შნური-კოჭა" დაბალანსების ფუნქცია;
- მფლობელის ესთეტიკურ მოთხოვნათა, განსაკუთრებული კასტისადმი კუთვნილების გამოხატვის ფუნქცია
იმისდა მიხედვით, თუ რომელი კლასისაა (AFTMA) კონკრეტული კოჭა, ზემოაღნიშნული ფუნქციები მეტნაკლები პრიორიტეტულობითაა გამოხატული, მაგალითად 2 კლასის კოჭას რომელიც გათვლილია პატარა ზომის თევზზე, მუხრუჭი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს.
შნურისა და ბეკინგის სათავსოს ფუნქცია - მარტივად რომ ვთქვათ 5 კლასის კოჭა თავისუფლად უნდა იტევდეს 5 კლასის შნურსა და ბეკინგს. მთლიანად დახვეული შნური არ უნდა ეხებოდეს ჩარჩოს ზედა მხარეს, რათა გამოირიცხოს დაზიანება. რაც უფრო დაბალია კლასი, მით უფრო ნაკლებია ბეკინგის სიგრძე, მაგალითად 2 კლასის შნურს თავისუფლად ეყოფა 20-30 მეტრი ბეკინგი, ხოლო 15 კლასზე კი მისი სიგრძე 200 მეტრიც შეიძლება იყოს. კოჭა, როგორც შნურის სათავსო, უნდა იყოს არა მხოლოდ შესაბამისი ტევადობის, არამედ საიმედოც, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ზედაპირი იდეალურად უნდა იყოს დამუშავებული, ამისათვის იყენებენ ანოდირებას, სპეციალურ კერემიკულ ან ტიტანის ჩანართებს, რაც გამორიცხავს შნურის დაზიანებას.
ჯალამბარის ფუნქცია - ხარისხიანი კოჭა უნდა უზრუნველყოფდეს შნურის სწრაფ და უპრობლემო ამოხვევას, რა დროსაც გამორიცხული უნდა იყოს შნურის მოხვედრა ღერძზე მაქოსა და კორპუსს შორის ადგილის გავლით, სწორედ ამიტომ ე.წ. Rim Control არის ჩვეულებრივი სტანდარტი, რაც გულისხმობს მაქოსა და კორპუსის შეერთების ადგილას სპეციალური "ლაბირინთული" პროფილის არსებობას, რაც შნურის ჩახვევის ალბათობას გამორიცხავს. უმჯობესია შევჩერდეთ ე.წ. large arbour ვარიანტზე. სტანდარტული ან mid arbour
და large arbour
კოჭების დიამეტრი ერთი და იგივეა, მაგრამ large arbour, დიდ სიგანის გამო, საშუალებას გვაძლევს შნური უფრო განიერ ხვეულებად მოვათავსოთ მაქოზე, შესაბამისად გამოვრიცხოთ მისი "მეხსიერების" უარყოფითი ფაქტორი.
სასურველია სახელური დასმული იყოს სპეციალურ საკისარზე, რაც აადვილებს შნურის ამოხვევის პროცესს. ამ პროცესის კიდევ უფრო დასაჩქარებლად ზოგიერთი კომპანია აწარმოებს კოჭებს გადამცემი მექანიზმით 1,6:1 ან 2:1. რაც უკვე ფაქტიურად წარმოადგენს მულტიპლიკატორს, მაგალითად Orvis Battenkill High-Speed Retrieve, არსებობს ავტომატური (ზამბარის პრინციპზე მომუშავე) და ელექტრო ვარიანტებიც, მაგალითად Mitchell 710 Automatic
და DAM Quick Fly Fish Electreel
ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. "ანტირევერსული" კოჭები, რაც იმას გულისხმობს, რომ იმ მომენტში, როდესაც თევზს მიაქვს შნური, ტრიალებს მხოლოდ მაქო, ხოლო სახელური კი უძრავად რჩება, მაგალითად Abel 3 A/R Reel
მათ ხუმრობით "პიანისტის" კოჭებსაც უწოდებენ, რადგან თითების დაზიანება გამორიცხულია.
მუხრუჭის ფუნქცია - ამ ფუნქციას ყურადღება ძირითადად საშუალო და მძიმე კლასის კოჭებში ენიჭება. არსებობს რამდენიმე ტიპის მუხრუჭი
1. ფრიქციონული - დაფუძნებულია ხახუნის ძალაზე, ასეთი ტიპის მუხრუჭი ყველაზე ცუდ შემთხვევაში მზადდება კორპისგან (დასველებისას შეუძლებელია მისი კონტროლი აკვაპლანირების ეფექტის გამო) ხოლო საუკეთესოა კი სხვადასხვა მარკის ფოლადისა თუ კომპოზიტური მასალებისაგან დამზადებული.
2. ჰიდრავლიკური-დაფუძნებულია სითხის მიერ დაბრკოლების გადალახვის პრინციპზე, ასეთმა სისტემებმა ვერ პოვეს გავრცელება არასტაბილური და არაპროგნოზირებადი მუშაობის გამო.
დაბალანსების ფუნქცია - აქ მარტივადაა ყველაფერი, შეარჩიეთ ისეთი წონის კოჭა, რომელიც შნურთან ერთად "ანკესი-კოჭა-შნური" სისტემის სიმძიმის ცენტრს გადაიტანს მეტ ნაკლები სიზუსტით იმ წერტილში, სადაც შნურის სროლისას გვიჭირავს ანკესის ტარი.
მფლობელის ესთეთიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილების, განსაკუთრებულობის შეგრძნების მინიჭების ფუნქცია - აქ ბევრს ნამდვლად ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ მარტივ მაგალითს მოვიყვან, კომპანია Loop - ის მიერ წარმოებული კოჭა, ფასი არანაკლებ 600 USD, მწარმოებლის მიხედვით ამ კატეგორიის კოჭა 12 000 USD - მდე შეიძლება ღირდეს, თუმცა აბსოლიტურად იგივე ფუნქციონალური მახასიათებლები ექნება 300 USD - იან ვარიანტსაც.
მფლობელის ესთეთიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილების, განსაკუთრებულობის შეგრძნების მინიჭების ფუნქცია - აქ ბევრს ნამდვლად ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ მარტივ მაგალითს მოვიყვან, კომპანია Loop - ის მიერ წარმოებული კოჭა, ფასი არანაკლებ 600 USD, მწარმოებლის მიხედვით ამ კატეგორიის კოჭა 12 000 USD - მდე შეიძლება ღირდეს, თუმცა აბსოლიტურად იგივე ფუნქციონალური მახასიათებლები ექნება 300 USD - იან ვარიანტსაც.
No comments:
Post a Comment