ეს არის იმიტაცია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. პირველი ცნობები მის შესახებ მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს გვხვდება ცნობილი ჯულიანა ბერნერსის წიგნში, თუმცა დასრულებული სახე მან მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო. Partridge&Orange - ს აერთიანებენ სველი იმიტაციების ცალკე მდგომ კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება North Country Spiders. ეს კატეგორია კი, თავის მხრივ შედის Soft Hackled Fly - ს კლასში, რომელშიც ერთიანდებიან სველი სატყუარები, რომლებსაც არ აქვთ ფრთები. ამ კატეგორიას დასაბამი შოტლანდიის მდინარეებზე დაედო. კონკრეტულად Partridge&Orange პირველად მოხსენიებულია პრიტის (T.E. Pritt) 1865 წელს გამოცემულ წიგნში Yorkshire Trout Flies. თავდაპირველად მის დასამზადებლად იყენებდნენ მხოლოდ აბრეშუმის ძაფს Pearsall's Gossamer Silk და კაკბის ბუმბულს
ძაფის ფერის ცვლით მიიღება სხვადასხვა მწერის იმიტაციები, მაგალითად Partridge&Green და Partridge&Yellow
ეს იმიტაციები გამოიყენება მედღეურასა და რუისელის იმიტირებისათვის. პოპულარობა განპირობებულია არა მხოლოდ ეფექტურობით, არამედ დამზადების ტექნიკის სიმარტივითაც.