Sunday, October 30, 2011

უკვდავი კლასიკა

           თანამედროვე პირობებში გრაფიტისაგან დამზადებულმა ანკესებმა ბაზარზე უდავო პირველობა მოიპოვეს. მაგრამ კლასიკა მაინც კლასიკაა, საუკუნეების შემდეგაც კი კლასიკური ტექნოლოგიით, ოსტატის ხელით შექმნილი ბამბუკის ანკესები Fly Fisher -ების უმეტესობის, მათ შორის ჩემი ოცნების ჯერ ჯერობით აუხდენელი ობიეტია. მართალია ისინი გრაფიტზე გაცილებით მძიმეა, წყობაც რბილი აქვს, მაგრამ უყურეთ ამ სილამაზეს და თავად განსაჯეთ.
          ცნობისათვის: მეტ ნაკლებად ხარისხიანი ბამბუკის ანკესების ფასი 1500 აშშ დოლარიდან იწყება.

თვითნაკეთი "კონუსური" ლიდერები

           

           თუკი თქვენ სერიოზულად ხართ დაინტერესებულნი Fly Fishing - ით, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებით თვითნაკეთი ლიდერების დამზადების აუცილებლობის წინაშე. ამისათვის რამდენიმე აშკარა მიზეზი გექნებათ:
           ფასი - ლიდერების სახლში დამზადება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მათი ჩამოტანა.
            უნივერსალურობა - სხვადასხვა დიამეტრის ძუის გამოყენებით შეგიძლიათ ისეთი ფიზიკური თვისებების მქონე ლიდერის დამზადება, რომელიც გაყიდვაში უბრალოდ არ არსებობს.
            მერწმუნეთ, საკუთარი ხელით დამზადებული და კონკრეტული პირობებისადმი მისადაგებული ლიდერი გაცილებით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე ქარხნული.
            რა თქმა უნდა თვითნაკეთ ლიდერსაც აქვს უარყოფითი მხარეები. სტატიის სათაურში სწორედ ამიტომ არის სიტყვა "კონუსური" ბრჭყალებში ჩასმული, დიახ, თქვენს მიერ დამზადებული ლიდერი არ იქნება კონუსური, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რადგან იგი შედგება სხვადასხვა დიამეტრის მქონე ძუის რამდენიმე მონაკვეთისაგან, რომლებიც კვანძებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ეს კვანძები ტოვებენ კვალს წყლის ზედაპირზე, რაც ლიდერს თევზისათვის ხილვადს ხდის. ხოლო თუ შნურის სროლის ტექნიკა არ გაქვთ მაღალ დონეზე, ეს კვანძები ლიდერის ახლართვასაც იწვევენ.
              პრაქტიკაში შემუშავებულია ლიდერების დამზადების რამდენიმე კლასიკური ფორმულა. ამ ფორმულების დაცვით მზადდება ისეთი ლიდერები, რომლებიც შნურის ენერგიას მაქსიმალურად გადასცემენ იმიტაციას. აი ერთ-ერთი მათგანი




            მარცხენა გრაფის პირველ სვეტში მოცემულია ლიდერის საერთო სიგრძე, მეორე, მესამე და მეოთხე სვეტებში კი ამ ლიდერის შემადგენელი სამი მონაკვეთის სიგრძე, მაგალითად, თუკი თქვენ გინდათ დაამზადოთ 3 მეტრის სიგრძის ლიდერი, მაშინ პირველი, ყველაზე სქელი მონაკვეთის სიგრძე იქნება 180 სმ, მეორესი 72 სმ, ხოლო მესამესი კი 48 სმ.  
           მარჯვენა გრაფის პირველ სვეტში კი მოცემულია ლიდერის დამზადებისათვის გამოყენებული ძუის დიამეტრები. მაგალითად თუკი ზემოაღნიშნული 3 მეტრიანი ლიდერი განკუთვნილია ისეთი შნურისათვის რომლის ბოლოს დიამეტრი არის 1,6 მმ, მაშინ ლიდერის პირველი, ყველაზე სქელი ნაწილი იქნება 0,96 მმ დიამეტრის მქონე, მეორე 0,58 მმ, ხოლო მესამე კი 0,35. ამავე გრაფის ბოლო, მეხუთე სვეტში კი მოცემულია სატარებლის რეკომენდირებული დიამეტრი, მაგალითად ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში ოპტიმალური იქნება 0,21 მმ -იანი სატარებლის გამოყენება. რა თქმა უნდა ცხრილში მოცემული დიამეტრები პირობითია იმ გაგებით, რომ ვთქვათ 0,58 მმ-იანი ძუა თუ არ გაქვთ და გამოიყენებთ მის მაგივრად 0,6 მმ-იანს, ამით არაფერი დაშავდება. 
            ლიდერის ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება ე.წ. Blood Knot ან რომელმე სხვა, თვენი შეხედულებისამებრ.
             რაც შეეხება სატარებლის სიგრძეს, ზოგადად, რაც უფრო გრძელია სატარებელი, მით უკეთესი, მით უფრო შორს იქნება თევზისაგან ლიდერიც და შნურიც. არსებობს სატარების სიგრძის დადგენის მარტივი მეთოდიკა-თუკი შნურის სროლისას სატარებელი ბოლომდე არ იშლება, მაშინ იგი ზედმეტად გრძელია და უნდა დამოკლდეს, ხოლო თუ სატარებელი ბოლომდე იშლება, მაგრამ იმიტაცია უხეშად ეცემა წყლის ზედაპირს, ან სატარებლის ბოლომდე გაშლისას იმიტაცია უკან მოდის, მაშინ პირიქით, საჭიროა სატარებლის დაგრძელება. 
             ცურვადი ლიდერებისათვის გამოიყენება მონოფილური ძუა, ხოლო ძირვადისათვის კი ფლუოროკარბონი. ლიდერი აუცილებლად მზადდება ერთი და იგივე მარკის ძუისაგან, რათა მის შემადგენელ ნაწილებს ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლები ჰქონდეს.
                 შნურთან მისაერთებლად ოპტიმალურია ე.წ. "Perfection Loop"-ის გამოყენება


            იმისათვის, რომ ლიდერი დიდ ხანს გვემსახუროს, საჭიროა მის ბოლოზე დავაფიქსიროთ მეტალი პატარა, ე.წ. "პიტცენბაუერის" რგოლი, რომელზედაც შემდგომ ვამონტაჯებთ სატარებელს.



            დამატებით არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც თვითონ ითვლის ლიდერის ოპტიმალურ პარამეტრებს, წარმოგიდგენთ პროგრამას Leader Calculator მისი PDF ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ ხოლო Excel ვერსია კი აქ .
          

Sunday, October 23, 2011

აქსესუარები

ჟილეტი

           ჟილეტს ამ მეთოდით თევზაობისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გამომდინარე იქედან, რომ თევზაობისას დროის უმეტეს ნაწილს მეთევზე წყალში შესული ატარებს, მოუხერხებელია ყველა წვრილმანზე ნაპირზე გამოსვლა, ამიტომ საჭირო ნივთების განლაგება ხდება ჟილეტის ჟიბეებში და უშუალოდ ჟილეტზე რეტრაქტორების საშუალებით

         სასურველია, რომ ქონდეს უკანა ფართო ჯიბეც, სადაც წყალგამძლე ჩანთაში შესაძლებელია საბუთების, ტელეფონის, ფოტოაპარატის მოთავსება. თითქმის ყველა ჟილეტს კისერზე აქვს სპეციალური რგოლი, რომელზედაც რეტრაქტორის საშუალებით ხდება ჩოგანის დამაგრება. სასურველია ჟილეტი იყოს მაქსიმალურად მოკლე, რათა გაადვილდეს ღრმა წყალში გადაადგილება. თითქმის ყველა ჟილეტს აქვს ანკესის დასამაგრებელი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც მეთევზეს სატყუარას დამაგრებისას ხელები თავისუფალი აქვს. ასევე სასურველია მკერდზე დამონტაჟებული ქონდეს სპეციალური მატერიის ნაჭერი, რომელზედაც ხდება გამოცვლილი იმიტაციების გასაშრობათ დამაგრება.

           ჟილეტების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rentId=cat20431

http://www.sportfish.co.uk/products/3182/F...oats_Vests.html
ვეიდერსები, სპეციალური ფეხსაცმელი და თერმოთეთრეული







       ვეიდერსები სპეციალური წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კომბინიზონია, რომელსაც ამ მეთოდით თევზაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვეიდერსები ორი სახისაა: პირველ ვარიანტს ჩექმა უკვე დამაგრებული აქვს, ხოლო მეორეს აუცილებლად უნდა ვუყიდოთ სპეციალური ფეხსაცმელი.

          პირველი ვარიანტის დადებითი მხარე სიიაფეა, მაგრამ აქვს მინუსებიც: კერძოდ უფრო მძიმეა და ტრანსპორტირებისათვის მოუხერხებელი.

      ვეიდერსები ფასის ზრდის მიხედვით შესაძლებელია დავყოთ რამდენიმე კატეგორიად: ყველაზე იაფიანი - რეზინისაგან დამზადებული, ძალიან მოუხერხებელია ზაფხულში, უბრალოდ ჩაიხარშებით. ნეოპრენისაგან დამზადებული ვეიდერსები - შედარებით მძიმეა, მაგრამ შეუცვლელია ზამთარში თევზაობისას - ხელს უწყობს სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნებას, და ბოლოს, სპეციალური "მსუნთქავი" მასალისაგან დამზადებული ვეიდერსები, მაქსიმალური ფასი+მაქსიმალური კომფორტი (შესაბამისი თერმოთეთრეულის შერჩევით ფაქტიურად ნებისმიერ სეზონზე ითევზავებთ პრობლემების გარეშე)

       ფეხსაცმელი რამდენიმე სახეობისაა: ნატურალური ტყავისგან ან სინთეთიკური მასალებისაგან დამზადებული, ქეჩის ძირით ან სპეციალური პროფილის მქონე მოსაჭიდებელი კავებით.

        ვეიდერსების, ფეხსაცმელებისა და სხვა აუცილებელი ატრიბუტების ნახვა/შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

http://www.sportfish.co.uk/products/504/Wa...s.html?view=all

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...;navAction=jump

          მაქსიმალური კომფორტისათვის სასურველია თერმოთეთრეულის გამოყენებაც არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს polartek თუ gore -tex, მთავარია არჩევა მოხდეს სეზონის მიხედვით, ამ ატრიბუტის შეძენა უპრობლემოდ არის შესაძლებელი სპორტული ინვანტარის მაღაზიებში, სადაც, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, გამყიდველები დამატებით რჩევებსა და რეკომენდაციებს მოგცემენ
        
ქუდი და პოლარიზაციული სათვალე





           ამ ორი ატრიბუტის გარეშე თევზაობა ძალიან რთულია. პოლარიზაციული სათვალე საშუალებას გვაძლევს სუფთა, გამჭვირვალე წყალში საკმაოდ დიდ სიღრმეზე დავინახოთ თევზი ან მოზრდილი ქვა, რომელსაც უსათვალოდ ვერ შევამჩნევდით და თევზაობაც შესაძლებელია სავალალო შედეგით დამთავრდეს, მეტიც სათვალის გამოყენებით ადვილდება მშრალ იმიტაციაზე თევზაობაც. სათვალე უსარგებლოა ქუდის გარეშე, რომელიც ქმნის ჩრდილს და ხელს უწყობს სათვალის პოლარიზაციული ეფექტის სრულად გამოვლენას.

          გარდა ამისა სათვალე დამცავ ფუნქციასაც ასრულებს. ცნობილია, რომ სროლისას იმიტაცია საკმაოდ მაღალ სიჩქარეს ავითარებს და არ არის გამორიცხული, არასწორი სროლისას სახისკენაც წამოვიდეს, ასე რომ პოლარიზაციული სათვალე ყოვლად აუცილებელია.

          სათვალეების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rentId=cat20166

http://www.sportfish.co.uk/products/505/Ey...r.html?view=all
ფლოატანტი (floatant) და მძირველი (sinkant)



          ფლოატანტი მშრალი იმიტაციების დასამუშავებლად გამოიყენება და ხელს უშლის იმიტაციის დასველებას (შესაბამისად ჩაძირვას). იგი რამდენიმე სახისაა: აეროზოლის და სპეციალური გელის სახით. მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია, რადგან მაქსიმალურად გამოირიცხება ნემსკავზე მისი მოხვედრა (რა დროსაც ნემსკავი აღარ იძირება და იმიტაციაც წყლის ზედაპირზე არასწორე მდგომარეობას იკავებს), ასევე დაცულია შნურიც, რადგან ფლოატანტის მოხვედრისას იგი დროთა განმავლობაში მტვრევადი ხდება. ფლოატანტის ერთ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ მისი გამოყენებისას აღარ არის საჭირო ფუჭი სროლების გაკეთება იმიტაციის გაშრობის მიზნით.

          მძირველი კი იდეალურად აშორებს ცხიმს სატარებელსა და იმიტაციას, რაც ხელს უწყობს მათ სწრაფ ჩაძირვას (მაგალითად ნიმფაზე თევზაობისას)

ამ მასალების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://www.sportfish.co.uk/products/3117/F...6_Sinkants.html

იმიტაციების შესანახი ყუთები



          აუცილებლად საჭიროა მინიმუმ ორი ტიპის: ნიმფების, სწელი იმიტაციების, სტრიმერები შესანახად და ცალკე მშრალი იმიტაციებისათვის. მეორე ტიპის ყუთი უმჯობესია უძრუნველყოფდეს იმიტაციების ცალ - ცალკე ჩალაგებას, რათა გამოირიცხოს მათი ფრთებისა და ფეხების დაზიანება.

ყუთების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელი შემდეგ ბმულზე:

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rentId=cat20431

ლიდერების შესანახი ჩანთა



         ძალიან მოსახერხებელი ატრიბუტია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთად შევინახოთ სხვადასხვა ტიპის ლიდერები, მაგალითად მე ასეთი ვარიანტით ვსარგებლობ http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rset=ISO-8859-1

ჩოგანბადე



        კლასიკური ჩოგანბადე მზადდება ხისგან და სპეციალური რეტრაქტორის საშუალებით ფიქსირდება ჟილეტის უკანა მხარეს.

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rentId=cat20431

რეტრივერები


გამოიყენება ნესკავისაგან თევზის გასათავისუფლებლად

http://www.cabelas.com/cabelas/en/template...&hasJS=true

სპეციალური დასაკეცი ჯოხი



           გამოიყენება მდინარეში უსაფრთხო გადაადგილებისათვის, მაგალითად აი ასეთი http://www.cabelas.com/cabelas/en/template...&hasJS=true

თევზის შესანახი კალათა

          

ახლახანს ჩამომივიდა აი ასეთი ენტომოლოგიური კომპლექტი, მართლა კარგი რამეა, ყველაფერი მოყვება, ბადე, თერმომეტრი, კოლბები, გამადიდებელი შუშა, პინცეტი, მოკლე ცნობარი, უკვე გამოვცადე, ძალიან მოსახერხებელია, ნიმუშებიც ავიღე.


ქარხნული წარმოების ლიდერები

           დღესდღეისობით ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ლიდერები. გთავაზობთ სტატიას, რომლითაც შევეცდები მოკლედ განვიხილო ასეთი ლიდერების ტიპები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
           1. კონუსური ლიდერები (Knotless Tapered Leaders) წარმოადგენენ კონუსური პროფილის მქონე დამაკავშირებელ რგოლს შნურსა და სატარებელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს შნურის ენერგიის სწორად გადაცემას იმიტაციის მიწოდებისას. მათი სიგრძე და დიამეტრი სხვადასხვაა. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ლიდერის სქელი ბოლო უნდა შეადგენდეს შნურის წვერის დიამეტრის დაახლოებით 0,6 ნაწილს, ხოლო მისი ბოლოს დიამეტრი კი უნდა ემთხვეოდეს სატარებლის დიამეტრს ან მასზე ოდნავ წვრილი უნდა იყოს.


           ყიდვისას დიდი ალბათობით შეგვხდებათ შემდეგი ტიპის აღნიშვნა, მაგალითად 5X რაც ლიდერის წვერის დიამეტრზე მიუთითებს, გთავაზობთ ცხრილს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში


            კონუსური ლიდერების განსხვავდებიან მათი დამზადებისათვის გამოყენებული მასალით. ჩვეულებრივ გამოიყენება სტანდარტული მონოფილი, ძირვადი ლიდერებისათვის კი ფლუოროკარბონი, არსებობს ასევე ე.წ. პოლილიდერები, რომლებიც შედგებიან არაკონუსური გულასაგან, რომელიც დაფარულია კონუსური პროფილის მქონე პოლიმერული გარსით, ანუ ფაქტიურად ასეთი ლიდერები შნურის კონსტრუქციას იმეორებენ. მაგალითად კომპანია Airflo-ს მიერ წარმოებული პოლილიდერები



           სურათზე წარმოდგენილია ასეთი ლიდერის განსაკუთრებით სწრაფად ძირვადი ვარიანტი, თუმცა პოლიმერის ტიპის შერჩევით, მზადდება ცურვადი და ნეიტრალური ცურვადობის მქონე ე.წ. Hover ლიდერებიც.
          ლიდერის სიგრძის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, მოხერხებული თევზაობისათვის, მისი სიგრძე თქვენი ანკესის სიგრძეზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი თქვენს ტექნიკაზეა დამოკიდებული. 
          კონუსური ლიდერების ცალკე ტიპს წარმოადგენენ ე.წ. "ფრანგული ნიმფინგი" -სთვის განკუთვნილი ლიდერები, რომლებიც სიგრძით გამოირჩევიან მაგალითად კომპანია Hends -ის მიერ წარმოებული 9 მეტრიანი Camou French Leader


            ქარხნული კონუსური ლიდერების დადებითი მხარეა ის რომ მათი ფასი ქარხნულ ლიდერებს შორის ყველაზე დაბალია, ნაკლებად ჩანან წყალში, ხოლო უარყოფითი მხარები კი საკმაოდ შესამჩნევი მახსოვრობის ქონა და შედარებით დაბალი გამძლეობაა, ანუ ისინი მხოლოდ რამდენიმე (4-5) თევზაობას უძლებენ.
           2. გრეხილი ლიდერები (Furled Leaders) განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ავსტრიელი რომან მოზერის წყალობით. ამ ტიპის ლიდერებს სწორედ მის მაგალითზე განვიხილავთ.
          ასეთი ლიდერები წარმოადგენენ მონოფილური ძუისაგან ან ფლუოროკარბონისაგან გრეხვის ტექნოლოგიით დამზადებულ ლიდერებს, მათ მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ კონუსური ლიდერები, რადგან რეალობაში წარმოადგენენ 3 ცილინდრული გრეხილი მონაკვეთის ერთობლიობას. ანუ პირველი მონაკვეთი შედგება მეტი რაოდენობის "ძაფისგან", შემდეგი ნაკლები და ა.შ.           


           იმისდა მიხედვით, თუ რა მასალაა გამოყენებული ლიდერის დამზადებისას, იცვლება მისი ფიზიკური მახასიათებლები, მაგალითად თუკი გამოვიყენებთ მონოფილურ ძუას, ლიდერი იქნება ცურვადი (ფლოატანტის დამატებით), თუ ფლუოროკარბონს -ძირვადი, თუკი დავამატებთ სპილენძის მავთულს - სწრაფად ძირვადი


            ტყვიის დამატებით კი განსაკუთრებით სწრაფად ძირვადი


            გრეხილი ლიდერების დადებითი მხარეებია მახსოვრობის უქონლობა, ნებისმიერი ზომის იმიტაციის იდეალური მიწოდება, კარგი ამორტიზაცია, განსაკუთრებული გამძლეობა, ხოლო უარყოფითი მხარეები კი ის აქვს, რომ კონუსურზე მეტად ჩანს წყალში და საკმაოდ ძვირია.
           3. დაწნული ლიდერები (Knitted Leaders) ნაკლებად პოპულარულია, მათი დამზადებაც იგივე მასალებით ხდება რაც გრეხილისა, ოღონდ ამ შემთხვევაში გამოიყენება "კიკინის" ტექნოლოგიაუახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ სტატიას სხვადასხვა ტიპის თვითნაკეთი ლიდერების დამზადების შესახებ. 
                

Sunday, October 16, 2011

შნურის ანატომია

            გთავაზობთ მარტინ იორგენსენის (Martin Joergensen) სტატიის თარგმანს, სადაც ავტორს ძალიან გასაგებად აქვს აღწერილი შნურის აგებულება და ძირითადი ტიპები. 
            ტერმინთა განმარტება შნურის შემადგენელი ნაწილების აღწერისას გამოყენებული ტერმინები განვიხილოთ  სტანდარტული ე.წ. WF (weight forward) შნურის მაგალითზე




Tip - შნურის წვერი, რომელიც მთელ სიგრძეზე ერთი დიამეტრისაა და რომელზედაც ხდება ლიდერის დაფიქსირება.
Front Taper - წინა კონუსი არის კონუსური გარდამავალი მონაკვეთი შნურის წვერსა და ტანს შორის.
Belly - შნურის ტანი, რომელიც შნურის ყველაზე სქელი ნაწილია და რომელშიაც კონცენტრირებულია შნურის მასის უდიდესი ნაწილი.
Rear Taper - უკანა კონუსი არის კონუსური გარდამავალი მონაკვეთი შნურის ტანსა და რანინგს შორის.
Running Line - რანინგი, შნურის წვრილი, ცილინდრული ნაწილი, რომელის ბოლოშიც ფიქსირდება ბეკინგი, ანუ მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს შნურის უკანა კონუსსა და ბეკინგს
Head - თავი, შნურის წვერის, წინა კონუსის, ტანის და უკანა კონუსის ერთობლიობა.
           სტანდარტულ WF შნურს აქვს რამდენიმე სანტიმეტრიანი წვერი, 1-2 მეტრის სიგრძის კონუსები, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის ტანი და 30 მეტრამდე სიგრძის რანინგი. ამ ტიპის შნურები გამოიყენება იმიტაციის შორ მანზილზე მიწოდებისათვის, მათ პირობითად უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ გამოირჩევიან ისეთი დელიკატურობით, როგორიც დამახასიათებელია DT  ტიპის შნურებისათვის.  
           რაც შეეხება DT (Double Taper) ტიპის შნურებს, მათ რანინგი საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად შედგებიან ტანის, კონუსების და 2 წვერისაგან, ანუ მათი გამოყენება ორივე მხრიდან არის შესაძლებელი. ამ შნურებს ე.წ. "პრეზენტაციული"  შნურების სახელით მოიხსენიებენ, მათი გამოყენება ძირითადად მოკლე მანძილზე,  მშრალ იმიტაციებთან ერთად ხდება, გამოირჩევიან კარგი კონტროლითა და იმიტაციის დელიკატური მიწოდებით.  შნურის წონა მის მთელ სიგრძეზეა გადანაწილებული.




            დღესდღეისობით, ძირითადად WF ტიპის შნურების გამოყენება ხდება, აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს მათი დიდი მრავალფეროვნება:
            Casting Taper - შექმნილია შორ მანძილზე სროლისათვის, გამოირჩევა გრძელი უკანა კონუსით და წონის მაქსიმალური კონცენტრაციით ტანის წინა ნაწილისკენ.



           Wind Taper - გათვლილია ქარიან ამინდში გამოყენებისათვის, ახასიათებს მოკლე ტანი და ძალიან გრძელი უკანა კონუსი, წონა აქაც წინ ნაწილისკენ არის გადატანილი, ამ მახასიათებლების ხარჯზე არ გამოირჩევა დელიკატური პრეზენტაციით. 



            Compound Taper - გამოირჩევა რამდენიმე უკანა კონუსით, ანუ ტანი შედგება რამდენიმე, სხვადასხვა დიამეტრის მქონე ნაწილისაგან, წარმოადგენს Wind Taper - ერთ-ერთ ვარიანტს.



           Triangle Taper - ამ ტიპის შნურებს აქვთ უკიდურესად გრძელი წინა კონუსი, რაც უზრუნველყოფს მშრალი იმიტაციის მაქსიმალურად დელიკატურ მიწოდებას. 



           Long Belly - გამოირჩევიან გრძელი ტანით და გამოიყენებიან ე.წ. "Double Hand" ტიპის ანკესებთან ერთად.



           Short Belly - ახასიათებთ მოკლე ტანი, მოკლე უკანა კონუსი და გამოიყენება მძიმე იმიტაციის სასროლად.



           Shooting Taper (Shooting Head) - არის შნურის თავი. მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა ტიპის რანინგებთან ერთად კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, მაგალითად თუ დავაყენებთ გრძელ და წვრილ რანინგს, მივიღებთ სროლის მაქსიმალურ მანძილს და ა.შ.



           შნურები იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, მაგალითად მცურავი, ნეიტრალური, ძირვადი, სწრაფად ძირვადი, სპეციალურად ნიმფებზე ან ტბაზე სათევზაო და ა.შ. მათი გამოყენება ხდება კონკრეტული სიტუაციიდან და პირობებიდან გამომდინარე.


            

Thursday, October 6, 2011

The Complete Angler

           გთავაზობთ შესანიშნავ ფილმს, რომელიც გადაღებულია Flyfishing-ის ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფიგურის, ისააკ უოლტონის წიგნის The Complete Angler-ის მოტივებზე. იმედია მოგეწონებათ, პირადად მე ასეთი ფილმი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. 

Monday, October 3, 2011

Griffith's Gnat

          

          ეს მშრალი იმიტაცია შექმნილია Trout Unlimited -ის (კალმახისა და ორაგულის პოპულაციის დაცვის უდიდესი ამერიკული ორგანიზაცია) დამაარსებლის, ამერიკელი ჯორჯ გრიფიტის მიერ, მიუხედავად სიმარტივისა იგი განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა, რადგანაც წარმოადგენს წყალში შემთხვევით მოხვედრილი ნებისმიერი პატარა ზომის მწერის იმიტაციას, მზადდება 14-24 ნომერ ნემსკავებზე, მასალებიდან დაგჭირდებათ მხოლოდ ფარშევანგის კუდისა და გენეტიკური მამლის ბუმბული  (ფერი - grizzly), მის პოპულარობას ისიც უწყობს ხელს, რომ მასზე თევზი არც ზამთრის პერიოდში ამბობს უარს.
           ეს კი Griffith's Gnat-ის დამზადების ტექნოლოგია

Sunday, October 2, 2011

Adams

            კიდევ ერთი ლეგენდა, ამჯერად მშრალი იმიტაციებიდან. მართალია იგი არ ასახავს რომელიმე კონკრეტული სახეობის მედღეურას, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა. მისი ავტორია ამერიკელი ლეონარდ ჰალადეი (Leonard Halladay), რომელმაც ეს იმიტაცია 1920 წელს შექმნა და დიდი წარმატებით გამოსცადა მიჩიგანში (Michigan's Broadman River


           მისი დამზადებისათვის გამოიყენება შემდეგი მასალები, კუდი და საყელო მამლის ყავისფერი და grizzly (coachman brown და  grizzly) გენეტიკური ბუმბული, ტანი სინთეთიკური დაბინგი (adams's grey), ფრთები მამლის გენეტიკური ბუმბულის წვერი (ფერი - grizzly).
          ეს იმიტაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დღესდღეისობით გვაქვს მისი უამრავი ვარიანტი, მაგალითად ასეთი, სადაც, ზედაპირზე უკეთესად ტივტივისათვის გამოიყენება დაბინგის ყულფში მოთავსებული ირმის ბეწვი


            და ასეთი, სადაც ტრადიციული საყელო "პარაშუტის" სტილშია შესრულებული და გენეტიკური მამლის ბუმბულის წვერები, სადავის დახვევის შესამცირებლად პოლიპრიპილენით არის შეცვლილი


              ესეც მისი დამზადების ერთ-ერთი ვარიანტი

March Brown

            თუკი რომელიმე იმიტაცია იმსახურებს ეპითეტს "ლეგენდარული", March Brown სწორედ მათ შორისაა. ინგლისელები ამბობენ, რომ  წარმატებული თევზაობისათვის მხოლოდ ეს იმიტაციაც საკმარისია. მისი პროტოტიპი პირველად მოხსენიებულია St. Albans - ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის მიერ დაწერილ და 1486 წელს გამოცემულ "Book of St.Albans"-ში. 


            რაც შეეხება დასახელებას March Brown, იგი, შეიძლება ითქვას, არასწორია, რადგანაც მედღეურას ის სახეობა, რომელსაც ეს იმიტაცია ასახავს, წყალსატევში აქტიურობას იწყებს არა მარტში, არამედ აპრილის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ფაქტიურად, თევზაობის სეზონი, სწორედ მისი გამოყენებით იწყება.
            დღესდღეისობით არსებობს ამ იმიტაციის მშრალი ვარიანტები და ნიმფებიც, მაგრამ ნამდვილ ლეგენდად სველი ვარიანტი რჩება, რომელიც, ჩემი აზრით, ასახავს წყლის შუა ფენაში მოძრავ მედღეურას ნიმფას, რომელმაც უკვე დაიწყო მოძრაობა ზედაპირისაკენ, ან ემერჯენციის დაწყებამდე დაღუპულ მწერს, თუმცა ერთიანი მოსაზრება იმიტირებულ პროტოტიპზე არ არსებობს, ალბათ ამიტომაც, დღესდღეისობით, სახეზე გვაქვს March Brown-ის უამრავი ვარიანტი. მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია მოყავისფრო, კრემისფერი მასალების გამოყენება, ტანი მზადდება ბუნებრივი დაბინგისაგან, კუდი, ფეხები და ფრთები კი სხვადასხვა ფრინველის (კაკაბი, ვალდშნეპი და ა.შ) ბუმბულისაგან. არსებობს უფრთო და უკუდო ვარიანტებიც



             გთავაზობთ ამ იმიტაციის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს