როგორც იქნა ვეღირსე სუფთა წყალს. სოსოს (Joseph) შემოთავაზებაზე უარი არ ვთვქი და დღის ორი საათისათვის შროშას მიდამოებში, მდინარე ძირულაზე აღმოვჩნდი. ადგილი საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა, თუმცა მცირე ზომის თევზი მაინც საკმაო რაოდენობით იყო.
როგორც ყოველთვის Gold Head Red Tag - მა აქაც დაამტკიცა ეფექტურობა, თევზი თითქმის ყველა გატარებაზე რეაგირებდა
სამწუხაროდ დიდი ეგზემპლიარები საერთოდ არ შეგვინიშნავს, თუმცა ადგილობრივების თქმით, დენით აღარ თევზაობენ, იმედია ცოტა ხანში მდგომარეობა უკეთესობისაკენ წავა.
თევზაობის ბოლოსკენ გადავწყვიტე კლასიკური სველი იმიტაციების მოსინჯვა და შედეგმაც არ დააყოვნა, ესეც Partridge&Orange - ის დამსახურება
მოკლედ დღემ ნამდვილად შესანიშნავად ჩაიარა, იმედია უახლოეს მომავალში კიდევ არაერთხელ მოვახერხებ ამ ულამაზეს ადგილებში სტუმრობას.
P.S. რა თქმა უნდა ყველა თევზი დაუბრუნდა მდინარეს.