კარავი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და ხარისხიანი, მე ვიყენებ ერთადგილიან ე.წ. "ორკორპუსიან" კარავს, ანუ შიდა ფენა შედგება წყალგუმტარი ძირისაგან და მწერების საწინააღმდეგო ბადისაგან, ხოლო მეორე ფენა კი უშუალოდ წყალგაუმტარი ტენტია.
ხარისხიანი კარავი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ სხვა გზა არ არის, თუ გსურთ კომფორტი და უსაფრთხოება, მოგიწევთ გარკვეული თანხის გადახდაც.
კარიმატი (ე.წ. "პარალონი") პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ სამხედრო, სქელ 1,5 სმ-ის სისქის ვარიანტს, სტანდარტულზე მძიმეა, მაგრამ უფრო კომფორტული და გამძლეა. კარვის დადგმისას პირველ რიგში შერჩეულ ადგილზე დააფინეთ კარიმატი, დაწექით, მაქსიმალურად მოარგეთ მიწის ზედაპირს და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგით ზემოდან კარავი, ამით კომფორტულ ძილსაც უზრუნველყოფთ და კარვის ძირიც უფრო მეტ ხანს გაგიძლებთ.
საძილე ტომარა უნდა იყოს მსუბუქი, შეძლებისდაგვარად კომპაქტური და თბილი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყენებდი სტანდარტულ საძილე ტომარას (კონუსურს, ფეხებისკენ რომ ვიწროვდება), მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცა გამოვცვალე შედარებით ფართო, მართკუთხა ფორმის ვარიანტით. მას აქვს 2 ფენა, თბილ პერიოდში დამაქვს მხოლოდ შიდა, თხელი კომპლექტი, არის ძალიან კომფორტული, საბანივით ვიყენებ, გვერდის შეცვლაც იოლად ხდება და აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლა ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი.
წყალი-მართალია საკმაოდ მძიმე, მაგრამ აუცილებელი ბარგია. სხვადასხვა ვარიანტის გამოცდის შემდეგ ასეთზე შევჯერდი, სამხედრო მათარა ქამარზე და 2 ცალი პლატმასის 1 ლიტრიანი ბოთლით ყინული ზურგჩანთის გარე ჯიბეებში. მათარის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რომ მისი ჩასადების შიდა მხარე დაფარული იყოს ბეწვისმაგვარი თხელი სინთეთიკური ფენით, რომელიც სიგრილეს საკმაო ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.
2-3 დღიანი გასვლისას, თუკი წყაროს ვერ მიაგენით მოგიწევთ მდინარის წყლის სმა გადადუღებით ან მის გარეშე, მე მეორე ვარიანტს ვამჯობინებ, თუმცა ვერავის ვერ ვურჩევ, თავად გადაწყვიტეთ.
კვება-აქ უკვე დიდი არჩევანია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სამწუხაროდ, უმეტესწილად, მხოლოდ რამდენიმე დღით გადიხართ და შიმშილით სიკვდილი ნამდვილად არ გემუქრებათ. ჩემი არჩევანი შემდეგია: 2 კონსერვი მოთუშული ხორცი, 2 თავი ხახვი, 2 შეკვრა ე.წ. "ხლებცი" (მუბუქი, კომპაქტურია, თანაც არ ხმება), 300 გრ კონიაკი, ყავა, შაქარი, პილპილი, მარილი. კონსერვების გარდა ეს ყველაფერი მშვენივრად ეტევა სამხედრო ტიპის პატარა ქვაბში, რომელიც ერთდროულად ტაფის და ყავის მადუღარას მაგივრობას გაგიწევთ.
გაგრძელება იქნება...
No comments:
Post a Comment