Sunday, October 16, 2011

შნურის ანატომია

            გთავაზობთ მარტინ იორგენსენის (Martin Joergensen) სტატიის თარგმანს, სადაც ავტორს ძალიან გასაგებად აქვს აღწერილი შნურის აგებულება და ძირითადი ტიპები. 
            ტერმინთა განმარტება შნურის შემადგენელი ნაწილების აღწერისას გამოყენებული ტერმინები განვიხილოთ  სტანდარტული ე.წ. WF (weight forward) შნურის მაგალითზე




Tip - შნურის წვერი, რომელიც მთელ სიგრძეზე ერთი დიამეტრისაა და რომელზედაც ხდება ლიდერის დაფიქსირება.
Front Taper - წინა კონუსი არის კონუსური გარდამავალი მონაკვეთი შნურის წვერსა და ტანს შორის.
Belly - შნურის ტანი, რომელიც შნურის ყველაზე სქელი ნაწილია და რომელშიაც კონცენტრირებულია შნურის მასის უდიდესი ნაწილი.
Rear Taper - უკანა კონუსი არის კონუსური გარდამავალი მონაკვეთი შნურის ტანსა და რანინგს შორის.
Running Line - რანინგი, შნურის წვრილი, ცილინდრული ნაწილი, რომელის ბოლოშიც ფიქსირდება ბეკინგი, ანუ მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს შნურის უკანა კონუსსა და ბეკინგს
Head - თავი, შნურის წვერის, წინა კონუსის, ტანის და უკანა კონუსის ერთობლიობა.
           სტანდარტულ WF შნურს აქვს რამდენიმე სანტიმეტრიანი წვერი, 1-2 მეტრის სიგრძის კონუსები, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის ტანი და 30 მეტრამდე სიგრძის რანინგი. ამ ტიპის შნურები გამოიყენება იმიტაციის შორ მანზილზე მიწოდებისათვის, მათ პირობითად უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ გამოირჩევიან ისეთი დელიკატურობით, როგორიც დამახასიათებელია DT  ტიპის შნურებისათვის.  
           რაც შეეხება DT (Double Taper) ტიპის შნურებს, მათ რანინგი საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად შედგებიან ტანის, კონუსების და 2 წვერისაგან, ანუ მათი გამოყენება ორივე მხრიდან არის შესაძლებელი. ამ შნურებს ე.წ. "პრეზენტაციული"  შნურების სახელით მოიხსენიებენ, მათი გამოყენება ძირითადად მოკლე მანძილზე,  მშრალ იმიტაციებთან ერთად ხდება, გამოირჩევიან კარგი კონტროლითა და იმიტაციის დელიკატური მიწოდებით.  შნურის წონა მის მთელ სიგრძეზეა გადანაწილებული.




            დღესდღეისობით, ძირითადად WF ტიპის შნურების გამოყენება ხდება, აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს მათი დიდი მრავალფეროვნება:
            Casting Taper - შექმნილია შორ მანძილზე სროლისათვის, გამოირჩევა გრძელი უკანა კონუსით და წონის მაქსიმალური კონცენტრაციით ტანის წინა ნაწილისკენ.



           Wind Taper - გათვლილია ქარიან ამინდში გამოყენებისათვის, ახასიათებს მოკლე ტანი და ძალიან გრძელი უკანა კონუსი, წონა აქაც წინ ნაწილისკენ არის გადატანილი, ამ მახასიათებლების ხარჯზე არ გამოირჩევა დელიკატური პრეზენტაციით. 



            Compound Taper - გამოირჩევა რამდენიმე უკანა კონუსით, ანუ ტანი შედგება რამდენიმე, სხვადასხვა დიამეტრის მქონე ნაწილისაგან, წარმოადგენს Wind Taper - ერთ-ერთ ვარიანტს.



           Triangle Taper - ამ ტიპის შნურებს აქვთ უკიდურესად გრძელი წინა კონუსი, რაც უზრუნველყოფს მშრალი იმიტაციის მაქსიმალურად დელიკატურ მიწოდებას. 



           Long Belly - გამოირჩევიან გრძელი ტანით და გამოიყენებიან ე.წ. "Double Hand" ტიპის ანკესებთან ერთად.



           Short Belly - ახასიათებთ მოკლე ტანი, მოკლე უკანა კონუსი და გამოიყენება მძიმე იმიტაციის სასროლად.



           Shooting Taper (Shooting Head) - არის შნურის თავი. მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა ტიპის რანინგებთან ერთად კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, მაგალითად თუ დავაყენებთ გრძელ და წვრილ რანინგს, მივიღებთ სროლის მაქსიმალურ მანძილს და ა.შ.



           შნურები იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, მაგალითად მცურავი, ნეიტრალური, ძირვადი, სწრაფად ძირვადი, სპეციალურად ნიმფებზე ან ტბაზე სათევზაო და ა.შ. მათი გამოყენება ხდება კონკრეტული სიტუაციიდან და პირობებიდან გამომდინარე.


            

No comments: