ისევ არაგვს ვესტუმრე. სანამ ადგილამდე მივედი როგორც იქნა ისევ ვიგრძენი, რომ ჩემი თბილისი ისევ ძალიან მიყვარს. წინასააღდგომო დღეების დამსახურებაა, რომ ორთაჭალიდან მცხეთამდე არცერთი რბილი "ლ" არ გამიგია, არცერთი აქოთებული მგზავრი არ შემხვედრია და ჰოი საოცრებავ - მეტროში დავჯექი კიდეც (პირველად, ალბათ ბოლო 5 წლის განმავლობაში). სამაგიეროდ უკიდურესად მყრალი სიტუაცია დამხვდა უშუალოდ არაგვზე, მგონი ისევ წინასააღდგომო სამზადისის გამო სულ რაღაც 200 მეტრიან მონაკვეთში ხუთი ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად მყრალი ეკრანშიკი "პატრულირებდა". დიდი მადლობა გარემოს დაცვის სამინისტროს. რამდენიმე ხმამაღალი სიტყვის შემდეგ (სადაც ვიდექი ზუსტად იქ მიტარებდენ ეკრანებს) დაახლოებით 20-25 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი დავისაკუთრე. მდინარე იყო მკვდარი. ბრწყინვალე ამინდის და მწერების აქტიურობის მიუხედავად არცერთი თევზი არ მინახავს ზედაპირზე. სამაგიეროდ საკმაოად საინტერესო ამბავი შემემთხვა. მოკლედ ძალიან ბევრი პატარა ბაყაყია, ხოდა ერთ-ერთი, სადაც ნაბიჯი გადავდგი, იქ გამომყვა. პირველიდან ხუთ საათამდე ვიყავი მდინარეზე და გვერდიდან არ მომშორებია. თან რაღაცას აშკარად "მელაპარაკებოდა", ბოლოს სურათიც გადავუღე, ძალიან მშვიდად მიიღო ჩემი ეს მოქმედება და პოზირებაზეც უარი არ უთქვამს, მისი ზომა რომ წარმოიდგინოთ, ქვა, რომელზედაც ზის დაახლოებით ხელის მტევნის ზომისაა
მოკლედ ხასიათის ცოტა გამოსაკეთებლად ექსპერიმენტების ჩატარება გადავწყვიტე, პიველ რიგში Red Tag, შემდეგ Copper John, შემდეგ Flashback Pheasant Tail Nymph, აქედან მხოლოდ Copper John -მა მოხიბლა თითის სიგრძე თეთრულა
ბოლოს ისევ სპაიდერების კლასიკურ ტრიოზე გავერთე,
ერთი საინტერესო დაკვირვება - ზოგადად, კლასიკური სპაიდერები, მშრალი იმიტაციისათვის განკუთვნილ, მაქსიმალურად მსუბუქ ნემსკავებზე მზადდება, რათა სატყუარამ წყლის ზედაპირთან ახლოს იმოძრაოს, ხოდა მეც ვცადე Tiemco - ს 100 სერიაზე დამზადებული სტუარტის სპაიდერი, შედეგი აბსოლუტური ნული, სამაგიეროდ, როგორც კი ნიმფის ნემსკავზე დამზადებულ, ჩემთვის ჩვეულ ვარიანტზე გადავედი, ზუსტად იმ ადგილას, ზუსტად იგივე გატარებით, თითოეული მიწოდება თევზით სრულდებოდა, აქედან გამომდინარე ჩვენი თევზი სპაიდერებს არ აღიქვამს, როგორც ამა თუ იმ მწერის ზედაპირული ან მასთან მიახლოებული აქტივობის იმიტაციას, არამედ იღებს კონკრეტულად ფსკერიდან, გაურკვეველია რატომ? სტუარტის სპაიდერი არც ფერით და არც ფორმით არ ჰგავს მდინარის ფსკერზე მცხოვრებ არცერთ ცოცხალ არსებას, არადა იმიტაცია ზუსტად რომ ფსკერზე მოძრაობდა, ამას ადასტურებს ის ხავსიც, რომელიც სატყუარას ხშირად მოყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი - დღეს ასევე ძალიან კარგად იმუშავა Partridge&Green - მა, თითქმის ისევე კარგად, როგორც Stewart's Black Spider - მა.
ნუ ახლა სტუარტი რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე რჩება
ისე ეს ერთფეროვნება უკვე მოსაწყენი ხდება...ალბათ არაგვიდან რეპორტებს აღარ დავდებ აქ, თუ რა თქმა უნდა მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რისი იმედიც, სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს. ალბათ დასავლეთისკენ გადავინაცვლებ ან, თუ დრო მექნა, ჩემს Neverland - საც ვესტუმრები
და ბოლოს - კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თანამედროვე სპორტული თევზჭერის მეთოდებს შორის Fly Fishing არის ყველაზე იაფი, ეს სატყუარები მეორე სეზონია მემსახურებიან, ახლა ცოტა შესახედაობით ვერ არიან მთლად ლამაზები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წუთია არაგვიდან დავბრუნდი და უბრალოდ გავრეცხე, როდესაც გაშრებიან, ორთქლში გავატარებ და პირვანდელ სახეს მიიღებენ.
ეს იმ არამკითხე "ექსპერტების" გასაგონად, თვითონ მხოლოდ YouTube-ზე რომ აქვთ ნანახი ეს მეთოდი. ძვირი არა, მაგრამ ყველაზე ადამიანური, სამართლიანი და რთული კი ბატონო და ამაში მას ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ შეედრება. მისი ელიტარულობა სწორედ ამაში გამოიხატება და არა ფასში.
No comments:
Post a Comment