არაგვი ისევ მღვრიეა და მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე თევზაობა დიდად არ მიზიდავს ერთადერთ რეალურ ვარიანტად ბაზალეთის ტბა რჩებოდა. დიდხანს არ მიფიქრია და 12 საათისათვის სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდი. უკვე ძალიან ცხელა, მაგრამ მაინც სრული ეკიპირების (ვეიდერსებისა და სპეციალური ფეხსაცმლის) გამოყენება მაინც მომიწია, ფსკერი ლამის საკმაოდ სქელი ფენით არის დაფარული, რამდენიმე წამში თითქმის მუხლებამდე ეფლობი, წყლის სიღრმე მაქსიმუმ ერთი მეტრია
ვთევზაობდი საკმაოდ მოკლე მანძილზე - დაახლოებით 10 მეტრზე. თითოეული გატარება თევზით სრულდებოდა. ორ საათამდე მხოლოდ ვიმბა და წვრილი თეთრულა აქტიურობდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატყუარას წყლის ზედა ფენაში ვატარებდი
ზოგადად ტბაზე სულ რამდენჯერმე ვითევზავე Fly Fishing - ის მეთოდით გამოყენებით და მართალი გითხრათ ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე. მაგრამ ბაზალეთი გამონაკლისია, თუნდაც 2006 წლის აგვისტოს სეზონის ღამის თევზაობების გათვალისწინებით, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ამჯერად დავრჩებოდი საჩუქრის გარეშე.
სპაიდერებს უკვე ისე მივეჩვიე, რომ სატყუარის შერჩევაზე არც კი მიფიქრია, ამჯერად Stewart's Black Spider-ისა და Partridge&Orange-ის დუეტმა იმუშავა. იმუშავა იქ სადაც ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ იმუშავებს. რაც დადასტურდა გვერდით მდგომი მეთევზეების შედეგით - აბსოლუტური ნულით.ვთევზაობდი საკმაოდ მოკლე მანძილზე - დაახლოებით 10 მეტრზე. თითოეული გატარება თევზით სრულდებოდა. ორ საათამდე მხოლოდ ვიმბა და წვრილი თეთრულა აქტიურობდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატყუარას წყლის ზედა ფენაში ვატარებდი
აი ორი საათის შემდეგ კი მართლაც დავრწმუნდი ზოგადად Fly Fishing - ისა და კონკრეტულად კი სპაიდერების უნივერსალურობაში. უცბად კენკვა შეწყდა, დაახლოებით ნახევარი საათი საერთოდ შედეგის გარეშე დავრჩი და უცბად მოხდა ის, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი - კარჩხანამ დაიწყო სპაიდერზე აქტიური ნადირობა, სწორედ რომ ნადირობა, რადგან თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ამოდიოდა სიღრმიდან და ზედაპირე თეთრულასავით ხტებოდა. აი ეს არის საქართველოში იმიტაციაზე დაჭერილი პირველი კარჩხანა.
წლების წინ ამ მეთოდით ლისზე დავიჭირე იგივე თევზი,მაგრამ ის არ ითვლება, რადგან კერძო მეურნეობები და სხვა მათდაგვარი აკვარიუმები, სადაც წყალში თითი რომ ჩაყო თევზს დაიჭერ, შორს ჩემსგან.
მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე გუშინდელი დღით. აუცილებლად კიდევ ვეწვევი ამ ადგილებს და ბედს კიდევ ერთხელ ვცდი, ამჯერად უკვე სხვა სატყუარებითა და "ცოტა" სხვა თევზზე.
No comments:
Post a Comment